×
ომეგა 3
გეინერი
ანტიოქსიდანტი
ენერგეტიკი
საჭმლის მონელება
კრეატინი
პროტეინი
ამინომჟავა
სხვადასხვა
ვიტამინი B
მინერალები
ვიტამინები
ვიტამინი D3
ბალახეული
  • vitaminhouse

    ოსტროვიტი - ენერგეტიკი Pump Nitro - 100 მლ/OstroVit - Pump Nitro Shot - 100 ml

    8

    გაზიარება:

    დეტალური აღწერა:
    გემო: ფრეიფრუტი
    პროდუქტის ფორმა: სითხე
    მოცულობა: 100 მლ
    ულუფების რაოდენობა შეფუთვაში: 1
    1 ულუფა/მიღება: 100 მლ
    არ საჭიროებს ექიმის დანიშნულებას

    OstroVit Pump Nitro Shot წარმოადგენს ენერგეტიკს, რომელიც ვარჯიშამდე უნდა მიიღოთ. გრეიფრუტის არომატულით გამდიდრებული "შოთი" ფიზიკურ დატვირთვამდე აგავსებთ ენერგიით და გაგიმარტივებთ ვარჯიშის პროცესს. "შოთი" შეიცავს 10 სხვადასხვა აქტიურ ინგრედიენტს, რომელთა კომბინაციაც ხელს უწყობს გამძლეობის გაზრდასა და ვარჯიშის ეფექტურობას. 

    განვიხილოთ მასში შემავალი ინგრედიენტები ცალ-ცალკე:
    • L-ციტრულინის მალატი იცავს კუნთებს გადაღლილობისგან და მძიმე ფიზიკური დატვირთვის შემდეგ აღადგენს ენერგიას. აზოტის ოქსიდის გაზრდილი სინთეზი უზრუნველყოფს სისხლის სწორ მიმოქცევას და აუმჯობესებს ჟანგბადისა და მკვებავი ნივთიერებების მიმოქცევას ორგანიზმში. ქმნის კუნთში ფამფის ეფექტს
    • გლიცერინი - წყლისა და ელექტროლიტების ბალანსზე ზემოქმედებით ატენიანებს უჯრედებს, რითაც ხელს უწყობს კუნთებში "ტუმბოს" შეგრძნების ზრდას
    • L-არგინინის ალფა-კეტოგლუტარატი - AAKG - ორგანული ქიმიური ნაერთი, რომელიც გულისხმობს გლუტარიკის მჟავის და არგინინის კომბინაციას
    • ბეტა-ალანინი კლასიფიცირებულია, როგორც შრომისუნარიანობის ხელშემწყობი ნივთიერება. ის წარმოადგენს ბუნებაში არსებული ამინო მჟავის ალანინის ლაბორატორიულად მოდიფიცირებულ იზომერს. მიღების შემდეგ იგი გამოიყენება კარნოზინის წარმოსაქმნელად, რაც მოქმედებს, როგორც მჟავის ამორტიზატორი. კუნთის უჯრედებში მომარაგებული კარნოზინი თავისუფლდება წყალბადის იონების საპასუხოდ. ე.ი. არეგულირებს მათ მჟაურობას. რაც უფრო დიდია კარნოზინის რაოდენობა კუნთებში, მით მეტხანს გრძელდება ვარჯიშის პროცესი
    • ტაურინი გვხვდება ტვინში, გულში, თირკმელსა და კუნთოვან ქსოვილებში. მიუხედავად მისი მცირე რაოდენობისა ის მნიშვნელოვან როლს ასრულებს ამ ორგანოების სწორი ფუნქციონირებისთვის. ის ასევე თამაშობს ტვინში ნეიროტრანსმიტერის როლს, არის უჯრედის მემბრანის სტაბილიზატორი. გადააქვს  იონები, რომლებიცაა კალიუმი, ნატრიუმი, მაგნეზიუმი და კალციუმი. L-ტაურინი აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას არტერიებსა და ვენებში
    • მშრალი კოფეინიAnhydrous caffeine. მატებს ორგანიზმს ენერგიას და ქმნის მოტივაციას, ამცირებს დაღლილობის შეგრძნებას და ზრდის ფოკუსირებას და სიფხიზლეს
    • L-თიანინი - არაპროტეინიული ამინომჟავაა. ის ხელხ უწყობს ორგანიზმის კოგნიტური ფუნქციების გაძლიერებას.
    • ჭარხლის ფესვის ექსტრაქტი DER 4: 1 - ის აუმჯობესებს ორგანიზმის სისხლის მიმოქცევის და სუნთქვის პროცესებს. რაც თავის მხრივ ზრდის სისხლის ნაკადის ეფექტურობას და კუნთებს ჟანგბადით ამარაგებს.
    • ვიტამინი B6 ეხმარება ცისტეინების სინთეზს, მართავს ჰომოცისტეინების მეტაბოლიზმს. ვიტამინი B6 ქმნის პროტეინებისა და გლიკოგენის სწორ მეტაბოლიზმს; არეგულირებს ჰორმონალურ აქტივობებს.

    ლაბორატორიულად შემოწმებული ხარისხი:

    ოსტროვიტი - ენერგეტიკი Pump Nitro Shot - მიკრობიოლოგიური ტესტი 28.09.2022


    მიღების წესი:

    დღეში 1 მიღება (100 მლ.). არ მიიღოთ დღესი 1 ბოთლზე მეტი. გამოყენებამდე შეანჯღრიეთ. გახსნის შემდეგ შეინახეთ მაცივარში და მოიხმარეთ 24 საათის განმავლობაში.

    ნუ ჩაანაცვლებთ ძირითად კვებას საკვები დანამატებით. არ გამოიყენოთ პროდუქტი მასში შემავალ ნივთიერებებზე ალერგიის შემთხვევაში. რეკომენდირებულია დაბალანსებული კვება და ჯანსაღი ცხოვრების წესი. პროდუქტი არ არის რეკომენდირებული ბავშვებისთვის, ორსულებისთვის და მეძუძურებისთვის. 

    შეინახეთ ბავშვებისგან მიუწვდომელ მშრალ და გრილ ადგილას (2-25°C).


    შემადგენლობა:

      1 ულუფა (100მლ.)
    L-ციტრულინის მალატი 3500 მგ
    - აქედან L-ციტრულინი 2275 მგ
    გლიცერინი 2000 მგ
    L-არგინინი ალფა-კეტოგლუკონატი 1600 მგ
    - აქედან L-არგინინი 1040 მგ
    L-არგინინი 1500 მგ
    ბეტა-ალანინი 800 მგ
    ტაურინი 500 მგ
    კოფეინი უწყლო 200 მგ
    L-თიანინი 200 მგ
    ჭარხლის ფესვეის ექსტრაქტი DER 4:1 500 მგ
    ვიტამინი B6 1.4 მგ

    ინგრედიენტები: წყალი, L-ციტრულინის მალატი, ვაშლის წვენი ვაშლის წვენის კონცენტრატიდან 20%, გლიცერინი, L-არგინინის ალფა-კეტოგლუტარატი, L-არგინინი, ბეტა-ალანინი, ტაურინი, ჭარხლის ფესვის ექსტრაქტი (Beta vulgaris L.) DER 4:1 კოფეინი უწყლო, L-თიანინი, არომატი, დამატკბობლები: სუკრალოზა, აცესულფამი K; კონსერვანტები: კალიუმის სორბატი, ნატრიუმის ბენზოატი; პირიდოქსინის ჰიდროქლორიდი (ვიტ. B6).

    პროდუქტში შესაძლებელია შემდეგი ნივთიერებების კვალის პოვნა, რადგან დამზადებულია დაწესებულებაში, რომელიც ამუშავებს ამ ალერგენების შემცველ სხვა ინგრედიენტებსრძე (ლაქტოზა), სოიო, მიწისთხილი, თხილეული, სეზამის მარცვლები, გლუტენის შემცვლელი მარცვლეული, კვერცხი, კიბოსნაირები ან თევზი.


    მიწოდების პირობები:

    მიტანის ღირებულება: თბილისი:  6 ლარი. სხვა ქალაქებში: 8 ლარი.  სოფლებში და რაიონულ ცენტრებში: 12 ლარი. 

    მიწოდების დრო: პროდუქციის მიწოდება ხდება ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით. თბილისში 2 სამუშაო დღეში. რეგიონებში შეკვეთის მიღებას 3-დან 5 სამუშაო დღე სჭირდება, რაც დამოკიდებულია მიწოდების მისამართზე.  

    მსგავსი პროდუქტები