×
ომეგა 3
გეინერი
ანტიოქსიდანტი
ენერგეტიკი
საჭმლის მონელება
კრეატინი
პროტეინი
ამინომჟავა
სხვადასხვა
ვიტამინი B
მინერალები
ვიტამინები
ვიტამინი D3
ბალახეული
  • vitaminhouse

    ოსტროვიტი - ენერგეტიკი Sex Pro Shot - 100 მლ/OstroVit - Sex Pro Shot - 100 ml

    8

    გაზიარება:

    დეტალური აღწერა:
    გემო: გრეიფრუტი
    პროდუქტის ფორმა: სითხე
    მოცულობა: 100 მლ
    ულუფების რაოდენობა შეფუთვაში: 2
    დომინანტი ინგრედიენტი: ჟენშენი (pnax ginseng)

    OstroVit Sex Pro Shot წარმოადგენს 7 აქტიური ინგრედიენტისგან შემდგარ ნაკრებს გრეიფრუტის არომატული შოთის სახით. ოსტროვიტის ეს ინოვაციური პრეპარატი შეიცავს: თუთიას, სელენს, ვიტამინ B5-ს, ამინომჟავებს და ჟენშენისა და მაკას ფესვების ექსტრაქტს. ნაკრები ხელს უწყობეს ლიბიდოს დონის შენარჩუნებას და სექსუალური ფუნქციების გამართულობას.

    რა არის ლიბიდო ?

    ლიბიდო არის სექსუალური ლტოლვა, ანუ სტიმულირება, რომელიც მიმართულია სექსუალური მოთხოვნილებების დაკმაყოფილებაზე. მისი დონე დამოკიდებულია ბევრ ფაქტორზე, მაგრამ ის ეფუძნება ენდოკრინული სისტემის სწორ მდგომარეობას. დაქვეითებული ლიბიდოს მიზეზები, შეიძლება იყოს ფიზიკური აქტივობის ნაკლებობა, არასწორი დიეტა და არასაკმარისი ძილი და ყველაზე მეტად სტრესი. მიზეზების მიუხედავად, არსებობს უნივერსალური გზები თქვენი ლიბიდოს დონის ასამაღლებლად - საკმარისი ფიზიკური აქტივობა დღის განმავლობაში, სწორი დიეტა, ძილი და რეგულარული დრო დასვენებისთვის.

    მოდი ცალ-ცალკე განვიხილოთ ნაკრებში შემავალი ინგრედიენტები:

    • არჯინინი ალფა-კატოგლუტარატი (A-AKG)ამინომჟავა, არჯინინის წყარო, რომელიც სხეულში ყველაზე მნიშვნელოვან პროცესებს წარმათავსსისძარღვების გაფართოვების ხარჯზე აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას კუნთებში, რაც ქმნის მეტ ენერგიას; ჟანგბადის იდეალური გადამტანია, რითაც ორგანიზმის შრომისუნარიანობა იზრდება
    • L-ციტრულინის მალატი - L-არგინინის მსგავსად აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას. ხელს უწყობს არგინინის და ორნიტინის სინთეზს, რაც არეგულირებს წნევას და ვარჯიშის დროს ზრდის კუნთის ძალას.
    • მაკას ფესვის ექსტრაქტი - ის დადებითად მოქმედებს ლიბიდოზე და ინაჩუნებს სექსუალურ ფუნქციებს.
    • ჟენშენის ფესვის ექსტრაქტი -  ზრდის ორგანიზმის მენტალურ და ფიზიკურ ეფექტურობას. იცავს მას სტრესის გავლენისგან. აუმჯობესებს სექსუალურ  პერფორმანსს და ზრდის ლიბიდოს.
    • თუთია - უზრუნველყოფს გონებრივ ფუნქციებსა და ტესტოსტერონის შესაბამის დონეს სისხლში.
    • სელენიუმი/სელენი - აუმჯობესებს თმებისა და ფრჩხილების მდგომარეობას. ხელს უწყობს ჯანსაღ იმუნურ სისტემასა და ფარისებრ ჯირკვალს, ხელს უწყობს სპერმატოგენეზის სწორ მიმდინარეობას.
    • პანტოთენის მჟავა - ამცირებს დაღლილობას.

    მიღების წესი:

    მიიღეთ ნახევარი ბოთლი (50 მლml) დღეში ერთხელ, ნახევარი საათით ადრე სექსუალურ კავშირამდე. არ მიიღოთ დღეში 1 ულუფაზე მეტი. ახასიათებს ნალექი, რაც ბუნებრივია, ამიტომ შენაჯღრიეთ გამოყენებამდე. შეინახეთ მაცივარში და გამოიყენეთ 48 საათის განმვალობაში.


    შემადგენლობა:

    აქტიური ინგრედიენტები 1 ულუფა ( მლ)
    არჯინინი ალფა-კატოგლუტარატი (A-AKG)  4200 მგ
    - აქედან L-არგინინი 2730 მგ
    L-ციტრულინის მალატი 1800 მგ
    - აქედან L-ციტრულინი 1170 მგ
    მაკას ფესვის ექსტრაქტი 70 მგ
    ჟენშენის ფესვის ექსტრაქტი: 50 მგ
    - აქედან გინსენოზიდები (20%) 10 მგ
    თუთია 15 მგ
    სელენი/სელენიუმი 28 მკგ
    პანტოთენის მჟავა 5 მგ

    ინგრედიენტები: წყალი, L-არჯინინი ალფა-კატოგლუტარატი (A-AKG), L-ციტრულინის მალატი, ვაშლის წვენი ვაშლის წვენის კონცენტრატიდან 20%, მაკას ფესვის ექსტრაქტი (Lepidium meyenii Walp.), თუთიის პიკოლინატი (თუთია), ჟენშენის ფესვის ექსტრაქტი (Panax ginseng C. A. Meyer) სტანდარტიზებული 20% ჟენსენოზიდზე, L- სელენომეთიონინი (სელენი), კალციუმი D- პანტოტენატი (პანტოტენის მჟავა), არომატიზატორი, კონსერვანტები: კალიუმის სორბატი, ნატრიუმის ბენზოატი; დამატკბობლები: სუკრალოზა, აცესულფამი K.

     პროდუქტში შესაძლებელია შემდეგი ნივთიერებების კვალის პოვნა, რადგან დამზადებულია დაწესებულებაში, რომელიც ამუშავებს ამ ალერგენების შემცველ სხვა ინგრედიენტებს: რძე (ლაქტოზა), სოიოს მარცვლები, მიწისთხილი, თხილეული, სეზამის მარცვლები, გლუტენის შემცვლელი ბურღულეული, კვერცხი, კიბოსნაირები ან თევზი.


    ნუ ჩაანაცვლებთ ძირითად კვებას საკვები დანამატებით. არ გამოიყენოთ პროდუქტი მასში შემავალ ნივთიერებებზე ალერგიის შემთხვევაში. რეკომენდირებულია დაბალანსებული კვება და ჯანსაღი ცხოვრების წესი. პროდუქტი არ არის რეკომენდირებული ბავშვებისთვის, ორსულებისთვის და მეძუძურებისთვის. 

    შეინახეთ ბავშვებისგან მიუწვდომელ მშრალ და გრილ ადგილას (2-25°C).


    მიწოდების პირობები:

    მიტანის ღირებულება: თბილისი:  6 ლარი. სხვა ქალაქებში: 8 ლარი.  სოფლებში და რაიონულ ცენტრებში: 12 ლარი. 

    მიწოდების დრო: პროდუქციის მიწოდება ხდება ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით. თბილისში 2 სამუშაო დღეში. რეგიონებში შეკვეთის მიღებას 3-დან 5 სამუშაო დღე სჭირდება, რაც დამოკიდებულია მიწოდების მისამართზე.