×
ომეგა 3
გეინერი
ანტიოქსიდანტი
ენერგეტიკი
საჭმლის მონელება
კრეატინი
პროტეინი
ამინომჟავა
სხვადასხვა
ვიტამინი B
მინერალები
ვიტამინები
ვიტამინი D3
ბალახეული
  • vitaminhouse

    ოსტროვიტი - ენერგეტიკი KEEZA Good Shot Pre-Workout - 100 მლ/OstroVit - KEEZA Good Shot Pre-Workout - 100 ml - Grapefruit

    8

    გაზიარება:

    დეტალური აღწერა:
    პროდუქტის ფორმა: სითხე
    ულუფების რაოდენობა შეფუთვაში: 2
    მოცულობა: 100 მლ
    ძირითადი ინგრედიენტი: ციტრულინის მალატი
    1 ულუფა/მიღება: 50 მლ
    გემო: გრეიფრუტი
    გაიცემა რეცეპტის გარეშე

    OstroVit KEEZA GOOD SHOT PRE-WORKOUT წარმოადგენს ვარჯიშის წინ მისაღებ რევოლუციურ საკვებ დანამატს. 10 სხვადასხვა ინგრედიენტის იდეალური კომბინაცია აამაღლებს შენს ენერგიას და ეფექტურს გახდის ვარჯიშის პროცესს.

    მოდი ცალ-ცალკე განვიხილოთ მასში შემავალი ნივთიერებები:

    • L-ციტრულინის მალატი იცავს კუნთებს გადაღლილობისგან და მძიმე ფიზიკური დატვირთვის შემდეგ აღადგენს ენერგიას. აზოტის ოქსიდის გაზრდილი სინთეზი უზრუნველყოფს სისხლის სწორ მიმოქცევას და აუმჯობესებს ჟანგბადისა და მკვებავი ნივთიერებების მიმოქცევას ორგანიზმში. ქმნის კუნთში ფამფის ეფექტს.
    • ბეტა-ალანინი კლასიფიცირებულია, როგორც შრომისუნარიანობის ხელშემწყობი ნივთიერება. ის წარმოადგენს ბუნებაში არსებული ამინო მჟავის ალანინის ლაბორატორიულად მოდიფიცირებულ იზომერს. მიღების შემდეგ იგი გამოიყენება კარნოზინის წარმოსაქმნელად, რაც მოქმედებს, როგორც მჟავის ამორტიზატორი. კუნთის უჯრედებში მომარაგებული კარნოზინი თავისუფლდება წყალბადის იონების საპასუხოდ. ე.ი. არეგულირებს მათ მჟაურობას. რაც უფრო დიდია კარნოზინის რაოდენობა კუნთებში, მით მეტხანს გრძელდება ვარჯიშის პროცესი.
    • ტაურინი გვხვდება ტვინში, გულში, თირკმელსა და კუნთოვან ქსოვილებში. მიუხედავად მისი მცირე რაოდენობისა ის მნიშვნელოვან როლს ასრულებს ამ ორგანოების სწორი ფუნქციონირებისთვის. ის ასევე თამაშობს ტვინში ნეიროტრანსმიტერის როლს, არის უჯრედის მემბრანის სტაბილიზატორი. გადააქვს  იონები, რომლებიცაა კალიუმი, ნატრიუმი, მაგნეზიუმი და კალციუმი. L-ტაურინი აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას არტერიებსა და ვენებში. 
    • მშრალი კოფეინიAnhydrous caffeine. მატებს ორგანიზმს ენერგიას და ქმნის მოტივაციას, ამცირებს დაღლილობის შეგრძნებას და ზრდის ფოკუსირებას და სიფხიზლეს.I
    • ადენოზინ-5'-ტრიფოსფატი (ATP) ამცირებს ორგანიზმში დაღლილობის შეგრძნებას.
    • ნიაცინი (ვიტამინი B3) უზრუნველყოფს ენერგიის სწორ მეტაბოლიზმს და ფსიქოლოგიური ფუნქციების გამართულობას. ხელს უწყობს ჯანსაღი კანის შენარჩუნებას. ამცირებს დაღლილობის შეგრძნებას. 
    • ვიტამინი B6 ეხმარება ცისტეინების სინთეზს, მართავს ჰომოცისტეინების მეტაბოლიზმს. ვიტამინი B6 ქმნის პროტეინებისა და გლიკოგენის სწორ მეტაბოლიზმს; არეგულირებს ჰორმონალურ აქტივობებს.
    • ვიტამინი B12 წარმოდგენილია მეთილკობალამინის სახით, რომელიც B12 ვიტამინის საუკეთესო ფორმად არის მიჩნეული. მეთილკობალამინი ადვილად ათვისებადია, ორგანიზმში უფრო დიდხანს ჩერდება და არ შეიცავს მავნე ციანიდს. საჭიროა ჯანსაღი ნერვული სისტემისთვის და ცხიმის და ცილისგან ენერგიის მისაღებად. ის კრიტიკულ როლს ასრულებს უჯრედების გაყოფისას დნმ-ს სინთეზისთვის. ამიტომ ის აუცილებელია უჯრედების მუდმივი გამრავლებისთვის, როგორებიცაა სისხლის უჯრედები.
    • მაგნიუმი ხელს უწყობს ნახშირწყლების, ცხიმისა და პროტეინის მეტაბოლიზმს. ის ერთ-ერთ წამყვან როლს ასრულებს ადამიანის ორგანიზმში. აუცილებელია კალციუმის შეწოვისა და ტრანსპორტირებისთვის, მნიშვნელოვანია ენერგიის წარმოების, მეტაბოლიზმის, კუნთების შეკუმშვის, ნერვული იმპულსების გადაცემასა და ძვლების მინერალიზაციისთვის.

    მიღების წესი:

    მიიღეთ ნახევარი ბოთლი (50 მლ - 10 ჩაისკოვზი) დღეში. არ არის საჭირო ეღხელ მეტად მიღება. ახასიათებს ნალექი, რაც ბუნებრივია. შეანჯღრიეთ გამოყენებამდე, შეინახეთ მაცივარში და მოიხმარეთ 48 საათის განმავლობაში. 


    შემადგენლობა:

    აქტიური ინგრედიენტები 50 მლ (1 ულუფა)
    L-ციტრულინის მალატი 2000 მგ
    - აქედან L-ციტრულინი 1300 მგ
    ტაურინი 500 მგ
    ადენოზინის 5'-ტრიფოსფატის (ATP)
    დინატრიუმის მარილი
    200 მგ
    მშრალი კოფეინი 175 მგ
    ბეტა-ალანინი 400 მგ
    რიბოფლავინი 0.7 მგ
    ნიაცინი 8 მგ
    ვიტამინი B6 0.7 მგ
    ვიტამინი B12 1.25 მკგ
    მაგნიუმი 57 მგ

    ინგრედიენტები: წყალი, L-ციტრულინის მალატი, ვაშლის წვენი ვაშლის წვენის კონცენტრატიდან 20%, ტაურინი, ბეტა-ალანინი, ადენოზინის 5′-ტრიფოსფატი (ATP) დინატრიუმის მარილი, მშრალი კოფეინი, არომატიზატორი, ლიმონმჟავას მაგნიუმის მარილები (მაგნიუმი), მჟავა (ნიაცინი), პირიდოქსინის ჰიდროქლორიდი (ვიტამინი B6), რიბოფლავინი (ვიტამინი B2), მეთილკობალამინი (ვიტამინი B12), დამატკბობლები: სუკრალოზა, აცესულფამი K; კონსერვანტები: კალიუმის სორბატი, ნატრიუმის ბენზოატი.

    პროდუქტში შესაძლებელია შემდეგი ნივთიერებების კვალის პოვნა, რადგან დამზადებულია დაწესებულებაში, რომელიც ამუშავებს ამ ალერგენების შემცველ სხვა ინგრედიენტებს: რძე (ლაქტოზა), სოიო, მიწისთხილი, თხილეული, სეზამის მარცვლები, გლუტენის შემცვლელი მარცვლეული, კვერცხი, კიბოსნაირები ან თევზი.


    ნუ ჩაანაცვლებთ ძირითად კვებას საკვები დანამატებით. არ გამოიყენოთ პროდუქტი მასში შემავალ ნივთიერებებზე ალერგიის შემთხვევაში. რეკომენდირებულია დაბალანსებული კვება და ჯანსაღი ცხოვრების წესი. პროდუქტი არ არის რეკომენდირებული ბავშვებისთვის, ორსულებისთვის და მეძუძურებისთვის. 

    შეინახეთ ბავშვებისგან მიუწვდომელ მშრალ და გრილ ადგილას (2-25°C).


    იწოდების პირობები:

    მიტანის ღირებულება: თბილისი:  6 ლარი. სხვა ქალაქებში: 8 ლარი.  სოფლებში და რაიონულ ცენტრებში: 12 ლარი. 

    მიწოდების დრო: პროდუქციის მიწოდება ხდება ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით. თბილისში 2 სამუშაო დღეში. რეგიონებში შეკვეთის მიღებას 3-დან 5 სამუშაო დღე სჭირდება, რაც დამოკიდებულია მიწოდების მისამართზე.  

    მსგავსი პროდუქტები