×
ომეგა 3
გეინერი
ანტიოქსიდანტი
ენერგეტიკი
საჭმლის მონელება
კრეატინი
პროტეინი
ამინომჟავა
სხვადასხვა
ვიტამინი B
მინერალები
ვიტამინები
ვიტამინი D3
ბალახეული
  • vitaminhouse

    ოსტროვიტი - გეინერი - 1000 გ/OstroVit - Gainer - 1000 g

    30 | - 40% | 50

    აირჩიეთ გემო:

    გაზიარება:

    დეტალური აღწერა:
    პროდუქტის ფორმა: ფხვნილი
    შეფუთვის მოცულობა: 1000 გ
    გაიცემა რეცეპტის გარეშე

    ოსტროვიტის გეინერი წარმოადგენს საკვებ დანამატს ნახშირწყლისა  და პროტეინის შემცველობით, რაც ზრდის კუნთოვან მასას. შეიცავს, როგორც ეგზოგენურ, ისე ენდოგენურ ამინომჟავებს. იდეალურია  სუსტი ადამიანებისთვის, ვისაც სურთ სხეულის სიძლიერისა და კუნთოვანი მასის მომატება. გეინერში შემავალი ნახშირწყლისა და პროტეინების კომბინაცია დაგეხმარებათ მოიმატოთ წონაში ცხიმების დაგროვების გარეშე. სპეციალური ანაბოლური ფორმულა იმ ადამიანებისთვის არის შექმნილი, ვისაც წონაში მომატება სჭირდება. 

    გეინერი ხელს უწყობს კუნთების მასის გაფართოებას, ორგანიზმს ამარაგებს ნოვტიერებებით, რომლებიც ხელს უწყობენ წონის მატებას. ფხვნილის ფორმის წყალობით გეინერი მარტივი მოსამზადებელია და შეგიძლიათ წაიღოთ ყველგან, სადაც გნებავთ. უბრალოდ შეურიეთ იგი წყალს ან უცხიმო რძეს, რომ მიიღოთ გემრიელი სასმელის პორცია, მუდმივი ენერგეტიკული ღირებულებით 359 კკალ. პროდუქტი არის დაბალანსებული საკვების შემცვლელი, რომელიც დაგეხმარებათ სწრაფად შეავსოთ

    შრატის (ვეი) პროტეინის კონცენტრატი - პროტეინის ფორმაა მაღალი ცილის შემცველობით. შრატის ცილა ცხოველური ცილის წყაროა, რომელიც შეიცავს კუნთოვანი უჯრედების ჩამოყალიბებისთვის აუცილებელ ამინომჟავებს. ასევე შეიცავს  მცირე რაოდენობით ცხიმებს, ნახშირწყლებს და უმნიშვნელო რაოდენობით ლაქტოზა. შრატის ცილა გამოიყენება სპორტსმენებისა და ადამიანების დიეტაში გამოჯანმრთელების პერიოდში, რაც უზრუნველყოფს კუნთების უკეთეს რეგენერაციას. გარდა ამისა, მას აქვს ანტიკატაბოლური ეფექტი - ხელს უშლის კუნთების დაშლას.

    მალტოდექსტრინი - მიიღება სახამებლის ჰიდროლიზის პროცესში. ახასიათებს ძალიან სწრაფი შეწოვა და ადვილად მონელება, არ ჩერდება კუჭში. ეს არის ორგანიზმისთვის სწრაფი ენერგიის წყარო, ამიტომ იდეალური ინგრედიენტია ვარჯიშის წინ, დროს და მის შემდეგ მოხმარებულ დანამატებში. ეს არის ვარჯიშის მხარდაჭერისა და ვარჯიშის შემდგომი აღდგენის შესანიშნავი ელემენტი, სწრაფად ავსებს კუნთების გლიკოგენს, აძლიერებს კრეატინის და ამინომჟავების ტრანსპორტირებას კუნთების უჯრედებში.

    • მუშაობს, როგორც ანაბოლიკი - აშენებს კუნთოვან მასას
    • აჩქარებს ვარჯიშის შემდგომ კუნთების აღდგენას
    • გამოირჩევა ნახშირწყლების მაღალი შემცველობით

    მიღების წესი:

    100 გ (6 კოვზი, რომელიც მოყვება შეფუთვას) ფხვნილი გახსენით 400-450 მლ წყალში ან რძეში შეიკერის დახმარებით. საჭიროების მიხედვით მიიღეთ 1 ან 2 ულუფა დღეში.


    შემადგენლობა:

      1 ულუფა (100 გ)
    ენერგია 1524 კჯ / 359 კკალ
    ცხიმი 1.1 გ
    - აქედან გაჯერებული ცხიმოვანი მჟავები  0.7 გ
    ნახშირწყლები 77 გ
    - აქედან შაქარი 13 გ
    პროტეინი 10 გ
    მარილი 0.61 გ

    ინგრედიენტები: მალტოდექსტრინი, დო, რძის შრატის ცილა, შეიცავს სოიოს ლეციტინს. არომატები, მარილი, გამასქელებელი: ქსანთანის რეზინა, არაბული რეზინა; საღებავი: კაროტინები; დამატკბობელი: სუკრალოზა.

    პროდუქტში შესაძლებელია შემდეგი ნივთიერებების კვალის პოვნა, რადგან დამზადებულია დაწესებულებაში, რომელიც ამუშავებს ამ ალერგენების შემცველ სხვა ინგრედიენტებსსოიოს, არაქისს, კაკლს, სეზამის თესლს, შვრიას, კვერცხს, კიბოსნაირებს, თევზს.


    ნუ ჩაანაცვლებთ ძირითად კვებას საკვები დანამატებით. არ გამოიყენოთ პროდუქტი მასში შემავალ ნივთიერებებზე ალერგიის შემთხვევაში. რეკომენდირებულია დაბალანსებული კვება და ჯანსაღი ცხოვრების წესი. პროდუქტი არ არის რეკომენდირებული ბავშვებისთვის, ორსულებისთვის და მეძუძურებისთვის. 

    შეინახეთ ბავშვებისგან მიუწვდომელ მშრალ და გრილ ადგილას. 


    მიწოდების პირობები:

    მიტანის ღირებულება: თბილისი:  6 ლარი. სხვა ქალაქებში: 8 ლარი.  სოფლებში და რაიონულ ცენტრებში: 12 ლარი. 

    მიწოდების დრო: პროდუქციის მიწოდება ხდება ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით. თბილისში 2 სამუშაო დღეში. რეგიონებში შეკვეთის მიღებას 3-დან 5 სამუშაო დღე სჭირდება, რაც დამოკიდებულია მიწოდების მისამართზე.  

    მსგავსი პროდუქტები