

ოსტროვიტი - ქლორელა - 90 ტაბ / OstroVit - Chlorella - 90 tabs
ფასი - 30
OstroVit Chlorella - წარმოადგენს საკვებ დანამატს, რომელიც შექმნილია ერთუჯრედიანი მიკრო წყალმცენარისგან. ეს პროდუქტი კლასიფიცირებულია, როგორც სუპერსაკვები. რადგან ადამიანის ორგანიზმისთვის ბევრი სარგებლის მოტანა შეუძლია. ქლორელა მდიდარია ვიტამინებითა და მინერალებით. იგი დამუშავებულია ისე, რომ ორგანიზმა უფრო ადვილად შეითვისოს, რითაც მისი სარგებლიანობა იზრდება.
ქლორელა, როგორც ორგანიზმი მიეკუთვნება ერთუჯრედიან მტკნარი წყლის წყალმცენარეს. იგი მდიდარია მინერალებით, ვიტამინებით, ფიტოქიმიკატებს და მაკრონუტრიენტებს. ასევე წარმოადგენს პროტეინის წყაროს. ქოლერა წარმოადგენს რკინის ვეგანურ წყაროს. დადასტურებულია, რომ ის ადამიანები, ვინც მოიხმარს მიკროწყალმცენარეებს, აქვთ მაღალი B12 ვიტამინის დონე. ქლორელა ქლოროფილის იდეალური წყაროა.
რატომ არის ქოლერა სუპერსაკვები?
ის ჩვენს ორგანიზმს ამარაგებს ისეთი ვიტამინებით, როგორებიცაა A, C, E და B ვიტამინები. აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ შეიცავს 19 შეუცვლელ ამინომჟავას, პროტეინს და ყველაზე მნიშვნელოვან მინერალს რკინას. ქოლერა ასევე შეიცავს ფოლის მჟავას, ლუტეინსა და ბეტა კაროტინს.
- მდიდარია ფიტოქიმიკატებით, პროტეინით, მინერალებითა და ვიტამინებით
- აუმჯობესებს ორგანიზმის ლიპიდურ გარემოს
- ეხმარება გლუკოზის სწორ ფუნქციონირებას
- აუმჯობესებს იმუნურ სისტემას
მიღების წესი:
დღეში 2-ჯერ 1 ულუფა (2 ტაბლეტი).
შემადგენლობა:
1 ულუფა (2 ტაბლეტი) | |
---|---|
დაფხვნილი წყალმცენარე - ქლორელა | 1000 მგ |
ინგრედიენტები: დაფხვნილი წყალმცენარე - ქლორელა (Chlorella vulgaris Beijerinck).
პროდუქტი შეიძლება შეიცავდეს რძეს (ლაქტოზა), სოიოს, მიწისთხილს, სეზამის თესლს, შვრიას, კვერცხს, კიბოსნაირებს ან თევზს.
არ გადააჭარბოთ რეკომენდირებულ დოზას. არ მიიღოთ ზემოთ ხსენებულ ნივთიერებებზე ალერგიის შემთხვევაში. არ არის განკუთვნილი ბავშვებისთვის, ორსულებისთვისა და მეძუძურებისთვის.
შეინახეთ ბავშვებისგან მიუწვდომელ ადგილას.
1