×
ომეგა 3
გეინერი
ანტიოქსიდანტი
ენერგეტიკი
საჭმლის მონელება
კრეატინი
პროტეინი
ამინომჟავა
სხვადასხვა
მინერალები
ვიტამინი B
ვიტამინები
ვიტამინი D3
ბალახეული
  • vitaminhouse

    ოსტროვიტი - ლიკორიზი (ძირტკბილა) - 90 ვკაფს / OstroVit - Licorice VEGE - 90 caps

    35 | - 30% | 50

    გაზიარება:

    დეტალური აღწერა:
    ვეგანური
    პროდუქტის ფორმა: კაფსულები
    კაფსულების რაოდენობა: 90
    ულუფების რაოდენობა შეფუთვაში: 90
    1 ულუფა: 1 კაფსულა
    გაიცემა რეცეპტის გარეშე

    ოსტროვიტის ვეგანური ძირტკბილა წარმოადგენს საკვებ დანამატს კაფსულების სახით. ძირტკბილა ჯერ კიდევ ცნობილი იყო ანტიკ რომსა და საბერძნეთში. ეს ნატურალური პროდუქტი პოპულარული გახდა მისი სასარგებლო თვისებების გამო. გამოიყენება ანთებითი პროცესების ჩასახშობად. ასევე სოკოსა და ვირუსების წინააღმდეგ ბრძოლისთვის. თუ კი ეძებთ საკვებ დანამატს, რომელიც გაგიძლიერებთ იმუნურ სისტემას და ხელს შეუწყობს თქვენს ორგანიზმში მიმდინარე უამრავი პროცესის გამართულობას, მაშინ ეს კაფსულები ნამდვილად თქვენთვისაა. 

    ერთი შეფუთვა არის 3 თვის მარაგი. თითოეული კაფსულა შეიცავს კოსმეტიკასა და საკვებ დანამატებში ფართოდ გამოყენებად ძირტკბილას ერთ-ერთი ფორმის ფესვის ექსტრაქტს (Glycyrrhiza glabra L). მისი სასარგებლო თვისებები მიიღება ტრიტერპენის საპონინიდან, მათ შორისაა გლიცირიზის მჟავა და ისეთი ნაერთები, როგორებიცაა კუმარინი, ფიტოსტეროლები, ფლავონოიდები და გლიკოზიდები.

    ძირტკბილას ექსტრაქტი ყველაზე უნივერსალური ბუნებრივი მცენარეული ექსტრაქტია. მის ფესვებში ბინადრობს 400-ზე მეტი აქტიური ნაერთი, რომლებიც უზრუნველყოფენ ჩვენი ორგანიზმის ფუნქციონირებას. ძირკბილას მიღება უდავოდ სწორი არჩევანია, მათთვის ვინ სანდო ბუნებრივ პროდუქტს ეძებს.

    • ხელს უწყობს იმუნური სისტემის ფუნქციონირებას
    • გააჩნია ანთების საწინააღმდეგო, ანტივირუსული და ანტიბაქტერიული თვისებები
    • წარმოადგენს ამოსახველებელ საშუალებას
    • ამსუბუქებს საჭმლის მომნელებელი სისტემის დაავადებებს
    • დადებითად მოქმედებს კანის მდგომარეობაზე
    • ამსუბუქებს მენოპაუზის და წინამენსტრუალურ სიმპტომებს 

    იდეალური საშუალებაა შემოდგომასა და ზამთარში იმუნური სისტემის გასაუმჯობესებლად. მისი მიღება შეგიძლიათ მთელი წლის განმავლობაში.


    მიღების წესი:

    დღეში 1 კაფსულა.


    შემადგენლობა:

      1 კაფსულა
    ძირტკბილას ფესვების ექსტრაქტი 400 მგ
    - აქედან გლიცირიზის მჟავა (20%) 80 მგ

    შემადგენლობა: ძირტკბილას ფესვის ექსტრაქტი (Glycyrrhiza glabra L.) სტანდარტიზირებული  20% გლიცირიზის მჟავა, ჰიდროქსიპროპილ მეთილის ცელულოზა.

    პროდუქტში შესაძლებელია შემდეგი ნივთიერებების კვალის პოვნა, რადგან დამზადებულია დაწესებულებაში, რომელიც ამუშავებს ამ ალერგენების შემცველ სხვა ინგრედიენტებს: რძეს (ლაქტოზას), სოიოსმარცვლებს, მიწისთხილს, თხილეულს, სეზამის თესლს, შვრიას, კვერცხს, კიბოსნაირებს ან თევზს.


    არ გადააჭარბოთ რეკომენდირებულ დოზას !!

    არ არის განკუთვნილი ბავშვებისთვის, ორსულებისა და მეძუძურებისთვის.  არ მიიღოთ ჩამოთვლილ ნოვთიერებებზე ალერგიის შემთხვევაში.  მედიკამენტური მკორნალობის დროს მიმართეთ ექიმს. 

    შეინახეთ ბავშვებისგან მიუწვდომელ მშრალ და გრილ ადგილას.


    მიწოდების პირობები:

    მიტანის ღირებულება: თბილისი:  6 ლარი. სხვა ქალაქებში: 8 ლარი.  სოფლებში და რაიონულ ცენტრებში: 12 ლარი. 

    მიწოდების დრო: პროდუქციის მიწოდება ხდება ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით. თბილისში 2 სამუშაო დღეში. რეგიონებში შეკვეთის მიღებას 3-დან 5 სამუშაო დღე სჭირდება, რაც დამოკიდებულია მიწოდების მისამართზე.  

    მსგავსი პროდუქტები