×
ომეგა 3
გეინერი
ანტიოქსიდანტი
ენერგეტიკი
საჭმლის მონელება
კრეატინი
პროტეინი
ამინომჟავა
სხვადასხვა
ვიტამინი B
მინერალები
ვიტამინები
ვიტამინი D3
ბალახეული
  • vitaminhouse

    ოსტროვიტი - GH ზრდის ხელშემწყობი - 90 კაფს/OstroVit - GH Booster Extreme - 90 caps

    48 | - 40% | 80

    გაზიარება:

    დეტალური აღწერა:
    პროდუქტის ფორმა: კაფსულები
    კაფსულების რაოდენობა შეფუთვაში: 90
    ულუფების რაოდენობა შეფუთვაში: 30
    1 ულუფა/მიღება: 3 კაფსულა
    გაიცემა რეცეპტის გარეშე

    OstroVit GH Booster Extreme არის მაღალი ხარისხის დიეტური დანამატი, რომელიც წარმოადგენს 10-მდე სხვადასხვა აქტიური ნივთიერების წყაროს - პროდუქტში შეგიძლიათ იპოვოთ: L-არგინინის ალფა-კეტოგლუტარატი, გამა-ამინობუტირის მჟავა ან თუთიის პიკოლინატი. ეს არის ადვილად გადასაყლაპი კაფსულები, რომელიც შექმნილია სპორტსმენებისთვის და აქტიური ცხოვრების წესის მქონე ადამიანებისთვის.

    L-არგინინის ალფა-კეტოგლუტარატი - AAKG - ორგანული ქიმიური ნაერთი, რომელიც გულისხმობს გლუტარიკის მჟავის და არგინინის კომბინაციას.

    გამა-ამინობუტერინის მჟავა - გაბა - არის არაპროტეინოგენული ამინომჟავა, რომელიც ნეიროტრანსმიტერის როლს ასრულებს ადამიანის ტვინში. GABA სხეულში ბუნებრივად სინთეზირდება B6 ვიტამინს მონაწილეობით. მას აქვს დამამშვიდებელი ეფექტი და ხსნის ნერვულ დაძაბულობას. გამა-ამინობუტერინის მჟავა აწესრიგებს ძილის ციკლს. აგრეთვე არეგულირებს სისხლში გლუკოზის დონეს. GABA აუმჯობესებს თვინში სისხლის მიმოქცევას და ამაღლებს აზროვნების პროდუქტიულობას.

    L-ორნიტინი HCl - არის ორგანული ნაერთი (არა-პროტეინული ამინომჟავა). ის ერთ-ერთია სამი ამინომჟავიდან, რომლებიც მიეკუთვნებიან ორნიტინის ციკლს (შარდოვანას ციკლი). რის გამოც ის მნიშვნელოვანი ელემენტია ჯანსაღი ორგანიზმის ფუნქციონირებისთვის. საკვებში მისი პოვნა შესაძლებელია ხორცში, კვერცხში და რძის პროდუქტებში. L-ორნიტინს, როგორც საკვებ დანამატს ძალიან ბევრი სპორტსმენი აფასებს. შარდოვანას წარმოებისას ის ეფექტურად ამცირებს ამონიუმის ტოქსიკური ნაერთის დონეს, რაც ხშირად შეინიშნება ხანგრძლივი და მძიმე ფიზიკური დატვირთვის დროს.

    L-lysine HCl - ლიზინი აუცილებელია ორგანიზმში პროტეინის გამოსამუშავებლად. იგი ინარჩუნებს კოლაგენისა და ელასტინის სტრუქტურას, რომლებიც აყალიბებენ შემაერთებელ ქსოვილებს, როგორებიცაა კანი, მყესები, ძვლები. ლიზინი აუცილებელია ორგანიზმში ყველა პროტეინის წარმოებისთვის. ასევე უზრუნველყოფს ჯანსაღ იმუნურ სისტემასა და კარდიოვასკულარ ფუნქციას. რადგან ლიზინის გამომუშავება ორგანიზმს თავად არ შეუძლია, ის გარედან უნდა მივაწოდოთ. ლიზინი ერთ-ერთი ძირითადი კომპონენტია კუნთოვანი ქსოვილის ასაგებად. აქედან შეიქმნა პროტეინული ამინომჟავების სახელიც. ლიზი ადამიანის ორგანიზმს ეხმარება ითვისოს კალციუმი.

    D-ასპარტინის მჟავა - DAA - ენდოგენური ამინომჟავა, რომელიც წარმოიქმნება ძირითადად ჰიპოფიზის ჯირკვალში და ჰიპოთალამუსში. D-ასპარტინის მჟავა საკვებში - ნაერთი ძირითადად გვხვდება ცხოველურ პროდუქტებში, მაგრამ ამ ნივთიერების მცირე რაოდენობა ასევე გვხვდება სატაცურში, ავოკადოში ან შვრიის ფაფაში.

    L-tryptophan - ტრიპტოფანის გამომუშავება ჩვენს ორგანიზმს თავად არ შეუძლია ამიტომ იგი გარედან უნდა მივაწოდოთ. ის აუცილებელია რათა დავარეგულიროთ მადა, ძილი, განწყობა და ტკივილი. ასევე პასუხისმგებელია თრომბოციტების შედედებაზე. ტრიპტოფანი ბუნებრივი დამამშვიდებელი საშუალებაა. ასევე ეხმარება ორგანიზმს მელატონინის გამომუშავებაში. იდეალური დამხმარეა მათთვის ვინსაც ინსომნია აწუხებს, სურს განწყობის გაუმჯობესება. 

    შავი წიწაკის ნაყოფის ექსტრაქტი - ალკალოიდი პიპერინი, რომელსაც ის შეიცავს, აჩქარებს ინდივიდუალური ნივთიერებების მეტაბოლიზმს. შავი წიწაკის ნაყოფში არსებული პიპერინი ზრდის თერმოგენეზის პროცესს ე.ი. ორგანიზმის ტემპერატურის ზრდისა და ადრენერგიული რეცეპტორებით ლიპოლიზის (ცხიმოვანი ქსოვილების დაჟანგვით ცხიმის დაშრევება) პროცესის ხარჯზეც ხდება კალორიების წვა. პიპერინი ასტიმულირებს საჭმლის მომნელებელი ტრაქტის მგრძნობიარე დაბოლოებებს, რითაც ზრდის კუჭის წვენის გამოყოფას და აუმჯობესებს საჭმლის მონელების პროცესს.

    თუთია - პასუხისმგებელია ჯანსაღ თმაზე, კანსა და ფრჩხილებზე. ასევე უზრუნველყოფს სისხლში ნორმალური ტესტორსტერონის დონეს და მკვებავი მაკროელემენტების მეტაბოლიზმს. თუთია ადამიანის დიეტის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მინერალია. ის მნიშვნელოვან როლს თამაშობს, როგორც სხვადასხვა ფერმენტების შემადგენელი კომპონენტი. თუთია ძირითადად გვხვდება ხორცეულში, კვერცხში, ხამანწკებში, თევზში და პარკოსნებში. ის ორგანიზმიდან გამოიდევნება ოფლთან ერთად. რის გამოც ის განსაკუთრებით აუცილებელია ათლეტებისთვის. 

    ვიტამინი B6 - ცისტეინების სწორი სინთეზისთვის, ენერგიის მეტაბოლიზმისთვის; ნერვული სისტემისთვის; ჰომოცისტეინის, პროტეინის და გლიკოგენის მეტაბოლიზმისთვის; აწესრიგებს ჰორმონალურ აქტივობებს.

    ვიტამინი D3 - ცნობილია, როგორც სიცოცხლის ვიტამინი. ის უზრუნველყოფს მთელი სხეულის სისტემისა და ორგანოების სწორ ფუნქციონირებას. K2 ვიტამინთან ერთად აძლიერებს ჩონჩხის სისტემას. ასტიმულირებს ნაწლავებში კალციუმისა და ფოსფორის  შეწოვას. რაც გავლენას ახდენს ძვლებისა და კბილების მინერალიზაციას. ზრდის კუნთების სიძლიერეს და თავიდან იცილებს კუნთების დაკარგვას. ზრდის ინფექციების წინააღმდეგ ორგანიზმის ამტანობას. იცავს ორგანიზმს დეპრესიისა და უხასიათობისგან.


    მიღების წესი:

    დღეში 3 კაფსულა.

    ნუ ჩაანაცვლებთ ძირითად კვებას საკვები დანამატებით. არ გამოიყენოთ პროდუქტი მასში შემავალ ნივთიერებებზე ალერგიის შემთხვევაში. რეკომენდირებულია დაბალანსებული კვება და ჯანსაღი ცხოვრების წესი. პროდუქტი არ არის რეკომენდირებული ბავშვებისთვის, ორსულებისთვის და მეძუძურებისთვის. 

    შეინახეთ ბავშვებისგან მიუწვდომელ მშალ და გრილ ადგილას (15-25°C). მოარიდეთ მზის სხივებს.

    არ გამოიყენოთ საჭესთან ან დანადგარებთან მუშაობისას!


    შემადგენლობა:

      3 კაფსულა
    L-არგინინ ალფა-კეტოგლუტარატი 700 მგ
    - აქედან L-არგინინი 462 მგ
    გამა-ამინობუტერინის მჟავა 400 მგ
    L-ორნიტინი HCL 350 მგ
    L-ლიზინი HCL 350 მგ
    D-ასპარტინის მჟავა 150 მგ
    L-ტრიფტოფანი 100 მგ
    შავი წიწაკის ხილის ექსტრაქტი 2.1 მგ
    - აქედან პიპერინი 95% 2 მგ
    თუთია 15 მგ
    ვიტამინი B6 2.8 მგ
    ვიტამინი D3 50 მკგ / 2000 სე

    ინგრედიენტები: L-არგინინის ალფა-კეტოგლუტარატი, გამა-ამინობუტერინის მჟავა, ჰიდროქსიპროპილ მეთილის ცელულოზა, L-ორნიტინი HCL, L-ლიზინი HCL, D-ასპარტინის მჟავა (DAA), L-ტრიპტოფანი, თუთიის პიკოლინატი (თუთია), ცხიმოვანი მჟავების მაგნიუმის მარილები; ქოლეკალციფეროლი ლანოლინიდან (ვიტამინი D), შავი წიწაკის ნაყოფის ექსტრაქტი (Piper nigrum L.) სტანდარტიზებული პიპერინის 95%-ზე, პირიდოქსალი 5’-ფოსფატი (ვიტამინი B6).

    პროდუქტში შესაძლებელია შემდეგი ნივთიერებების კვალის პოვნა, რადგან დამზადებულია დაწესებულებაში, რომელიც ამუშავებს ამ ალერგენების შემცველ სხვა ინგრედიენტებსრძე (მათ შორის ლაქტოზა), სოიო, არაქისი, კაკალი, სეზამის თესლი, შვრია, კვერცხი, კიბოსნაირი, თევზი.


    ლაბორატორიულად დამტკიცებული ხარისხი

    OstroVit GH Booster Extreme - Microbiological test 09.01.2024OstroVit GH Booster Extreme - Vitamin D content test 08.01.2024


    მიწოდების პირობები:

    მიტანის ღირებულება: თბილისი:  6 ლარი. სხვა ქალაქებში: 8 ლარი.  სოფლებში და რაიონულ ცენტრებში: 12 ლარი. 

    მიწოდების დრო: პროდუქციის მიწოდება ხდება ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით. თბილისში 2 სამუშაო დღეში. რეგიონებში შეკვეთის მიღებას 3-დან 5 სამუშაო დღე სჭირდება, რაც დამოკიდებულია მიწოდების მისამართზე.