×
ომეგა 3
გეინერი
ანტიოქსიდანტი
ენერგეტიკი
საჭმლის მონელება
კრეატინი
პროტეინი
ამინომჟავა
სხვადასხვა
ვიტამინი B
მინერალები
ვიტამინები
ვიტამინი D3
ბალახეული
  • vitaminhouse

    ოსტროვიტი - კრეატინის მონოჰიდრატი - 3000 მგ - 120 ტაბ/OstroVit - Creatine Monohydrate - 3000 mg - 120 tabs

    56 | - 30% | 80

    გაზიარება:

    დეტალური აღწერა:
    პროდუქტის ფორმა:   აბები
    აბების რაოდენობა შეფუთვაში: 120
    ულუფების რაოდენობა შეფუთვაში:  40
    1 ულუფა/მიღება: 3 აბი
    გაიცემა რეცეპტის გარეშე

    OstroVit Creatine Monohydrate წარმოადგენს უმაღლესი ხარისხის კრეატინის მონოჰიდრატს ტაბლეტების სახით. კრეატინი ფართოდ ცნობილი და გამოყენებადი დანამატია. მისი ეფექტურობა დამტკიცებულია მრავალი მეცნიერული სწავლით. ის უზრუნველყოფს კუნთის უკეთესად ზრდას, ეფექტურ აღდგენასა და ენერგიის ხანგრძლივობას, უფრო ეფექტური და რთული ვარჯიშისთვის.

    კრეატინი ადამიანის ორგანიზმში ბუნებრივად გვხვდება. მას ძირითადად ცხოველური წარმოშობის პროდუქტები შეიცავს, როგორებიცაა ხორცი, კვერცხი ან თევზი. მისი ეფექტურობა დაფუძნებულია მარტივ მექანიზმზე, რომელიც კუნთებში ფოსფოკრეატინის დაშლის ხარჯზე ათავისუფლებს ენერგიას მაღალი ენერგეტიკული ატფ-ს (ადენოზინტრიფოსფატი, ATP) მოლეკულების სახით.  იმისდა მიუხედავად, რომ კრეატინს საკვებიც შეიცავს, კუნთების 100% -ით კრეატინით  გაჯერებისთვის  ერთადერთი გზა მისი დანამატის სახით მიღებაა.

    კრეატინის მონოჰიდრატი უდავოდ ეფექტური და უსაფრთხო საკვები დანამატია ათლეტებისთვის. იგი არამარტო კუნთის შრომისუნარიანობას ზრდის, არამედ იცავს ტვინს და გულის კუნთებს. 

    • უამრავი ანალიზი ამტკიცებს, რომ კრეატინის მიღება ზრდის ვარჯიშის დროს ენერგიას და ამტანობას
    • კუნთებში ფოსფოკრეატინის  რაოდენობის გაზრდით ის აგროვებს პოტენციურ ენერგიას 
    • კუნთის უჯრედებში წყლის შეკავების ხარჯზე  კრეატინი ქმნის იდეალურ ანაბოლურ (ცილის სინთეზის გამაძლიერებელ) გარემოს - უფრო დიდი კუნთები
    • ეფექტურად ზრდის  ტვინის სიჯანსაღეს
    • აქტიურად მონაწილეობს გლიკოგენის სინთეზში

    გამოყენების წესი:

    მიიღება დღეში 3 აბი. ვარჯიშის დღეს მიიღეთ ვარჯიშის შემდეგ. არასავარჯიშო დღეს გაღვიძებისთანავე.   

    ნუ ჩაანაცვლებთ ძირითად კვებას საკვები დანამატებით. არ გამოიყენოთ პროდუქტი მასში შემავალ ნივთიერებებზე ალერგიის შემთხვევაში. რეკომენდირებულია დაბალანსებული კვება და ჯანსაღი ცხოვრების წესი. პროდუქტი არ არის რეკომენდირებული ბავშვებისთვის, ორსულებისთვის და მეძუძურებისთვის. 

    შეინახეთ ბავშვებისგან მიუწვდომელ მშრალ და გრილ ადგილას (15-25°C). მოარიდეთ პირდაპირ მზის სხივებს.


    შემადგენლობა: 

      1 ულუფა (3 აბი)
    კრეატინის მონოჰიდრატი 3000 მგ
    - აქედან კრეატინი 2640 მგ

    ინგრედიენტები: კრეატინის მონოჰიდრატი, მიკროკრისტალური ცელულოზა; ცხიმოვანი მჟავების მაგნიუმის მარილები, სილიციუმის დიოქსიდი.

    პროდუქტში შესაძლებელია შემდეგი ნივთიერებების კვალის პოვნა, რადგან დამზადებულია დაწესებულებაში, რომელიც ამუშავებს ამ ალერგენების შემცველ სხვა ინგრედიენტებსრძეს (მათ შორის ლაქტოზას), სოიას, არაქისს, თხილეულს, სეზამის თესლს, შვრიას, კვერცხს, კიბოსნაირს, თევზს.


    ლაბორატორიულად შემოწმებული ხარისხი

    OstroVit Creatine Monohydrate 3000 mg 120 tablets - Microbiological test 25.09.2023OstroVit Creatine Monohydrate 3000 mg 120 tablets - Heavy metals content test 11.09.2023OstroVit Creatine Monohydrate 3000 mg 120 tablets - Heavy metals content test 11.09.2023


    მიწოდების პირობები:

    მიტანის ღირებულება: თბილისი:  6 ლარი. სხვა ქალაქებში: 8 ლარი.  სოფლებში და რაიონულ ცენტრებში: 12 ლარი. 

    მიწოდების დრო: პროდუქციის მიწოდება ხდება ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით. თბილისში 2 სამუშაო დღეში. რეგიონებში შეკვეთის მიღებას 3-დან 5 სამუშაო დღე სჭირდება, რაც დამოკიდებულია მიწოდების მისამართზე.  

    ბრენდი
    ოსტროვიტი
    ქვეყანა
    პოლონეთი