×
ვიტამინები
საბავშვო
ამინომჟავა
ანაბოლიკი
გეინერი
ენერგეტიკი
პროტეინი
კრეატინი
აქსესუარი
წონის დაკლება
  • ოსტროვიტი - კოლაგენი - 90 ტაბ / OstroVit - Collagen - 90 tabs

    22.22
    დეტალური აღწერა:

    პროდუქტის ფორმა: ტაბლეტები


    ტაბლეტების რაოდენობა შეფუთვაში: 90


    ოსტროვიტის კოლაგენი წარმოადგენს საკვებ დანამატს ტაბლეტების სახით, რომელიც შეიცავს უმაღლესი ხარისხის ჰიდროლიზირებულ კოლაგენს. ის მიიღება სპორტული ტრავმების ან ინტენსიური ფიზიკური დატვირთვის შემდეგ, მოტეხილობების დროს გამოჯანმრთელებისთვის და დაზიანებული სახსრების აღსადგენად. კოლაგენის სწორი სინთეზისთვის აუცილებელია ვიტამინი C და რკინა.

    კოლაგენი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია პროტეინია, რომელსაც ადამიანის ორგანიზმში ვიპოვით. იგი გვხვდება ადამიანის ორგანიზმის თითქმის ყველა ქსოვილში.  კოლაგენი წარმოადგენს ძირითად საშენ მასალას კანისთვის, მყესებისთვის, ძვლებისთვის, სახსრებისთვის, თვალის რქოვანასთვის. ის პასუხისმგებელია სინვიალური სითხის წარმოქმნაზე, ხრტილების ელასტიურობასა და სიმაგრეზე. ატენიანებს კანს და ანახლებს ეპიდერმის (კანის ზედა ფენას).  კოლაგენი გავლენას ახდენს შემაერთებელი ქსოვილების  დამაკავშირებელ უნარზე, გამძლეობასა და ელასტიურობაზე. ასევე, აქვს უნიკალური უნარი შეაკავოს წყალი და ამით შეუნარჩუნოს კანს სიმტკიცე, ელასტიურობა და დაჭიმულობა.

    26 წლიდან ორგანიზმში მცირდება კოლაგენის გამოყოფა. გაზრდილი ფიზიკური აქტივობა ხელს უწყობს კოლაგენის განადგურებას, ამიტომაც აუცილებელია მისი მიღება დანამატის სახით. განსაკუთრებით ვარჯიშის ან წრთვნის დროს. კოლაგენის ნაკლებობა იწვევს  მოძრაობასთან დაკავშირებულ პრობლემებს,  სახსრების დაჭიმულობას, ხერხემლის ტკივილს, ნაოჭებს, ცელულიტს და ა.შ.

    ოსტროვიტის კოლაგენის უპირატესობები:

    • ჰიდრალიზებული კოლაგენის (საქონლის) 3000 მგ. ყოველ მიღებაზე!
    • აძლიერებს კოლაგენის სინთეზს
    • აძლიერებს ძვლებს და სახსრებს
    • უზრუნველყოფს კანის სიმტკიცეს, ელასტიურობასა და დაჭიმულობას
    • აფერხებს ნაოჭებისა და ცელულიტის გაჩენას
    • ხელს უწყობს სახსრების სწორ ფუნქციონირებას
    • აჩქარებს ჭრილობებისა და შრამების შეხორცებას

    გამოყენება:

    დღეში 2 ჯერ 3 ტაბლეტი კვებებს შორის


    შემადგენლობა:

      1 მიღება (3 ტაბ.) 2 მიღება (6 ტაბ.)
    ჰიდროლიზებული კოლაგენი 3000 მგ 6000 მგ 

    წარმოადგენს მეორე ტიპის კოლაგენს !


    პროდუქტი შესაძლებელია შეიცავდეს რძეს (ლაქტოზას ჩათვლით), სოიის მარცვალს, ხორბალს, კვერცხს, ნიახურს, მდოგვს, კიბოსნაირებს.

    არ გადააჭარბოთ მითითებულ დოზას. ნუ გამოიყენებთ პროდუქტს ძირითადი საკვების ჩასანაცვლებლად. ნუ მიიღებთ ბავშვები, ორსულები და მეძუძურები. შეინახეთ ბავშვებისგან მიუწვდომელ ადგილას. 

    გაზიარება:

    ბრენდი
    ოსტროვიტი
    ფასი
    22.22
    ქვეყანა
    პოლონეთი
    (5.0)