


ოსტროვიტი - ბიოტინი პლიუს - 100 ტაბ / OstroVit - Biotin Plus - 100 tabs
დეტალური აღწერა:
OstroVit Biotin PLUS შეიცავს ბიოტინს, სელენს, თუთიას და ფოლის მჟავას. ბიოტინი, თუთია და სელენი აუცილებელია ჯანსაღი თმის, კანის და ფრჩხილებისთვის. ფოლს რაც შეეხება ის საჭიროა ორსულობის დროს პლაცენტის განვითარებითვის. გააჩნიათ ქსოვილების აღმდგენი ფუნქცია.
ბიოტინი (ვიტამინი B7) - არის წყალში ხსნადი ვიტამინი, რომლის მიღება შესაძლებელია, როგორც ცხოველური, ისე მცენარეული გზით. რაც მთავარია ის მნიშვნელოვანი კოენზიმია ჩვენს ორგანიზმში ფერმენტების (ენზიმების) წარმოსაქმნელად. უშუალოდ მონაწილეობს გლუკონეოგენეზის პროცესში და კერბესის ციკლში (ტრიკარბონატული მჟავების ციკლი). აღადგენს თმას და კანს.
თუთია - წარმოადგენს ერთ-ერთ საყურადღებო მინერალს, რომელსაც მნიშვნელოვანი როლი ეკისრება, როგორც უამრავი სხვადასხვა ფერმენტის შემადგენელ ნაწილს. ძირითადად გვხვდება ცხოველურ პროდუქტებში, კვერცხში, თევზში, ხამანწკებში და ა.შ. თუთია ადამიანის ორგანიზმიდან გამოიყოფა ოფლის საშუალებით, ამიტომ ის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ფიზიკურად აქტიური ადამიანებისთვის. თუთიის ნაკლებობა იწვევს აკნეს არსებობას.
სელენი - მიეკუთვნება მნიშვნელოვან მინერალების ჯგუფს. მისი მიღება შეიძლება, როგორც ორგანული, ისე არაორგანული გზით. ადამიანის ორგანიზმში სელენი ასრულებს შეუცვლელ როლს - ის აუცილებელია ფერმენტების სწორი ფუნქციონირებისთვის, ათავისუფლებს ორგანიზმს თავისუფალი რადიკალებისგან, იცავს უჯრედებსა და სისხლის წითელ უჯრედებს მათი ტოქსიკური ზემოქმედებისგან. უზრუნველყოფს თმების და ფრჩხილების სიჯანსაღეს. არეგულირებს იმუნური სისტემის სწორ ფუნქციონირებას. პასუხისმგებელია ფარისებრი ჯირკვალის ჯანმრთელობაზე.
ფოლის მჟავა - .ფოლიუმის მჟავა არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი B-ჯგუფის ვიტამინი (ვიტამინი B9). ის აუცილებელია დნმ-ის სინთეზისთვის და გენეტიკური დარღვევების აღსადგენათ, უჯრედების ზრდისთვის და გაყოფისთვის, ასევე სისხლის წითელი უჯრედების წარმოებისთვის. ფოლიუმის მჟავა მონაწილეობს მეთიონინის სინთეზში ჰომოსისტეინიდან. ის ხელს უწყობს სისხლ-ძარღვების და ნერვიული სისტემის ნორმალურ ფუნქციონირებას. ფოლიუმის მჟავა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ქალებისათვის ორსულობის დაგეგმვაში. ორსულობის პერიოდში ფოლიუმის მჟავის მიღება ამცირებს ნაყოფის ნერვული ღეროს დეფექტების განვითარების რისკს. ვიტამინი B12 განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ნერვული სისტემის ჯანსაღი ფუნქციონირების შესანარჩუნებლად.
- ბიოტინი უზრუნველყოფს ენერგიის ნორმალურ მეტაბოლიზმს
- ბიოტინი უზრუნველყოფს ნერვული სისტემის სწორ ფუნქციონირებას
- ბიოტინი უზრუნველყოფს მაკრონუტრიენტების (მკვებავი ნივთიერებები: ცილები , ცხიმები, ნახშირწყლები ) ნორმალურ მეტაბოლიზმს
- ბიოტინი საჭიროა სწორი ფსიქოლოგიური მდგომარეობისთვის
- ბიოტინი უზრუნველყოფს ჯანსაღ თმას და კანს
- თუთია ქმნის ამინომჟავების ბალანსს
- თუთია ქმნის სწორ შემეცნებით ფუნქციას
- თუთია ხელს უწყობს ნაყოფიერების შენარჩუნებას და ნორმალურ რეპროდუქციულ ფუნქციას
- თუთია ხელს უწყობს ჯანსაღი ძვლების, თმის, ფრჩხილების და კანის შენარჩუნებას
- ფოლიუმის მჟავა ხელს უწყობს ორსულობის დროს პლაცენტის ზრდას
- ფოლიუმის მჟავა ხელს უწყობს ამინომჟავების სწორ სინთეზს
- ფოლიუმის მჟავა ხელს უწყობს დაღლილობის შემცირებას
- სელენი ხელს უწყობს ჯანმრთელი თმისა და ფრჩხილების შენარჩუნებას
- სელენი ხელს უწყობს ფარისებრი ჯირკვლის სწორ ფუნქციონირებას
მიღების წესი:
დღეში 1 ტაბლეტი. ორსულობის დროს მიიღეთ ექიმთან კონსულტაციის შემდეგ.
შემადგენლობა:
1 ტაბლეტი | |
---|---|
ბიოტინი | 2500 მკგ |
თუთია | 15 მგ |
სელენი | 100 მკგ |
ფოლის მჟავა | 800 მკგ |
მიკროკრისტალური ცელულოზა; სახამებელი, თუთია პიკოლინატი (თუთია), L- სელენომითინინი (სელენი), დაშლის საწინააღმდეგო აგენტები: კალციუმის კარბონატი, კრემნიუმის დიოქსიდი, ცხიმოვანი მჟავების მაგნიუმის მარილები; D- ბიოტინი (ბიოტინი), პეტროლემონგლოტამიუმის მჟავა (ფოლიუმის მჟავა).
პროდუქტში შესაძლებელია შემდეგი ნივთიერებების კვალის პოვნა, რადგან დამზადებულია დაწესებულებაში, რომელიც ამუშავებს ამ ალერგენების შემცველ სხვა ინგრედიენტებს: რძეს (ლაქტოზის ჩათვლით), სოიოს, არაქისის, კაკალს, სეზამის თესლს, წებოვანას შემცველ მარცვლეულს, კვერცხს, ნიახურს, მდოგვს, კიბორჩხალებს, თევზს.
შეინახეთ ბავშვებისგან მიუწვდომელ მშრალ და გრილ ადგილას.
მიწოდების პირობები:
მიტანის ღირებულება: თბილისი: 5 ლარი. სხვა ქალაქებში: 7 ლარი. სოფლებში და რაიონულ ცენტრებში: 12 ლარი.
მიწოდების დრო: პროდუქციის მიწოდება ხდება ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით. თბილისში 2 სამუშაო დღეში. რეგიონებში შეკვეთის მიღებას 3-დან 5 სამუშაო დღე სჭირდება, რაც დამოკიდებულია მიწოდების მისამართზე.