×
ომეგა 3
გეინერი
ანტიოქსიდანტი
ენერგეტიკი
საჭმლის მონელება
კრეატინი
პროტეინი
ამინომჟავა
სხვადასხვა
ვიტამინი B
მინერალები
ვიტამინები
ვიტამინი D3
ბალახეული
  • vitaminhouse

    ოსტროვიტი - ზღვის კოლაგენი/OstroVit - Marine Collagen

    49 | - 30% | 70

    აირჩიეთ შეფუთვა:

    გაზიარება:

    დეტალური აღწერა:
    გაიცემა რეცეპტის გარეშე

    OstroVit Marine Collagen with Hyaluronic Acid and Vitamin C - ეს წარმოადგენს ზღვის კოლაგენს  გამდიდრებულს ჰიალურონის მჟავისა და ვიტამინი C-ს სასარგებლო თვისებებით. პროდუქტი შეიქმნა ჯანსაღი კანისა და სახსრების შესანარჩუნებლად. მათთვის, ვისაც სურთ სულ ახალგაზრდულად გამოიყურებოდნენ და ფიზიკურად აქტიური ადამიანებისთვის. დაგეხმარებათ დაზიანებული სახსრების აღდგენასა და გაუმჯობესებაში. კოლაგენის სინთეზისთვის აუცილებელია ვიტამინი C.  ეს იდეალური ნაკრები  გაგიუმჯობესებთ სახსრების, ხრტილების, ღრძილების, კბილებისა და კანის მდგომარეობას.

    კოლაგენი - არის ცილა, რომელსაც ადამიანის ორგანიზმის თითქმის ყველა ქსოვილში ვიპოვით.  კოლაგენი წარმოადგენს ძირითად საშენ მასალას კანისთვის, მყესებისთვის, ძვლებისთვის, სახსრებისთვის, თვალის რქოვანასთვის. ის პასუხისმგებელია სინვიალური სითხის წარმოქმნაზე, ხრტილების ელასტიურობასა და სიმაგრეზე. ატენიანებს კანს და ანახლებს ეპიდერმის (კანის ზედა ფენას).  კოლაგენი გავლენას ახდენს შემაერთებელი ქსოვილების  დამაკავშირებელ უნარზე, გამძლეობასა და ელასტიურობაზე. ასევე, აქვს უნიკალური უნარი შეაკავოს წყალი და ამით შეუნარჩუნოს კანს სიმტკიცე, ელასტიურობა და დაჭიმულობა.

    ჰიალურონის მჟავა ყველაზე ხშირად ასოცირდება, როგორც სხეულის მოვლის, გამაახალგაზრდავებელი კოსმეტიკური საშუალება და დაბერების საწინააღმდეგო აგენტი. ჰიალურონის მჟავა ზრდის კანის ელასტიურობას  და იცავს სტრიების გაჩენისგან. საკვები დანამატის სახით ჰიალურონის მიღება საშუალებას გაძლევთ მისი სასარგებლო თვისებები მთელ სხეულში გადანაწილდეს. აჩქარებს დაზიანებების აღდგენას, ჭრილობების და ნახეთქების შეხორცებას, აგრეთვე რბილი ქსოვილების დაზიანებას. ის დადებითად მოქმედებს ძვლების, სახსრებისა და შემაერთებელი ქსოვილების სწორ ფუნქციონირებაზე. რაც ჰიალურონის მჟავის, როგორც საკვები დანამატის, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი თვისება.

    ვიტამინი C (L-ასკორბინის მჟავა) - ეგზოგენური საკვები ნივთიერებაა, რომელიც ძირითადად პასუხისმგებელია შემაერთებელი ქსოვილებისა და ძვლების სწორ ფუნქციონირებაზე. მისი ბიოლოგიურად აქტიური ფორმა -  ვიტამინი C, მოქმედებს, როგორც აღმდგენი აგენტი და კოფერმენტი სხვადასხვა მეტაბოლური პროცესებისთვის. ვიტამინი C მიჩნეულია მთავარ ანტიოქსიდანტად. 

    • კოლაგენი აძლერებს ორგანიზმში კოლაგენის უჯრედების სინთეზს
    • კოლაგენი აძლიერებს ძვლებს და სახსრებს
    • უზრუნველყოფს კანის სიმტკიცეს, ელასტიურობასა და დაჭიმულობას
    • კოლაგენი ხელს უშლის ნაოჭებისა და ცელულიტის წარმოქმნას
    • ჰიალურონის მჟავა პასუხისმგებელია კანის დატენიანებაზე
    • ჰიალურონის მჟვა ასრულებს მშენებლის ფუნქციებს და ავსებს უჯრედშორის სივრცეებს
    • ჰიალურონის მჟავა ანელებს კანის დაბერების პროცესებს
    • ჰიალურონის მჟავა აწესრიგებს სახსრების, ძვლებისა და შემაერთებელი ქსოვილის სწორ ფუნქციონირებას
    • ჰიალურონის მჟავა აუმჯობესებს კანის ელასტიურობას
    • მხარს უჭერს ჭრილობების შეხორცების პროცესს და ტრავმის შემდგომ აღდგენით პროცესებს
    • ვიტამინი C დადებითად მოქმედებს ნერვულ და იმუნურ სისტემაზე
    • ვიტამინი C უშუალოდ მონაწილეობს კოლაგენის წარმოებაში
    • ვიტამინი C-ს შეუძლია დააჩქაროს კუნთების აღდგენა და ზრდა
    • ვიტამინი C წარმოადგენს ძლიერ ანტიოქსიდანტს
    • წარმოადგენს პირველი ტიპის კოლაგენს

    მიღების წესი:

    დღეში 1 ულუფა ანუ 4 კაფსულა/ტაბლეტი


    შემადგენლობა:

    აქტიური ინგრედიენტები 1 ულუფა (4 კაფსულა)
    თევზის კოლაგენი 2200 მგ
    ჰიალურონის მჟავა (ნატრიუმის ჰიალურონატი) 120 მგ
    ვიტამინი C 80 მგ

    ინგრედიენტები: თევზის კოლაგენი, ჰიალურონის მჟავა (ნატრიუმის ჰიალურონატი), ელ-ასკორბინის მჟავა (ვიტამინი C), გარსის შემადგენლობა (ჰიდროქსიპროპილ მეთილ ცელულოზა).

    პროდუქტში შესაძლებელია შემდეგი ნივთიერებების კვალის პოვნა, რადგან დამზადებულია დაწესებულებაში, რომელიც ამუშავებს ამ ალერგენების შემცველ სხვა ინგრედიენტებს: რძე (ლაქტოზა), სოიო, მიწისთხილი, თხილეული, სეზამის მარცვლები, შვრია, კვერცხი, კიბოსნაირები.


    არ გადააჭარბოთ რეკომენდირებულ დოზას. არ არის განკუთვნილი ბავშვებისთვის, ორსულებისთვის, მეძუძურებისთვის.

    შეინახეთ ბავშვებისგან მიუწვდომელ მშრალ და გრილ ადგილას.


    მიწოდების პირობები:

    მიტანის ღირებულება: თბილისი:  6 ლარი. სხვა ქალაქებში: 8 ლარი.  სოფლებში და რაიონულ ცენტრებში: 12 ლარი. 

    მიწოდების დრო: პროდუქციის მიწოდება ხდება ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით. თბილისში 2 სამუშაო დღეში. რეგიონებში შეკვეთის მიღებას 3-დან 5 სამუშაო დღე სჭირდება, რაც დამოკიდებულია მიწოდების მისამართზე.  

    ბრენდი
    ოსტროვიტი
    ქვეყანა
    პოლონეთი

    მსგავსი პროდუქტები