×
ომეგა 3
გეინერი
ანტიოქსიდანტი
ენერგეტიკი
საჭმლის მონელება
კრეატინი
პროტეინი
ამინომჟავა
სხვადასხვა
ვიტამინი B
მინერალები
ვიტამინები
ვიტამინი D3
ბალახეული
  • vitaminhouse

    ოსტროვიტი - ვეი პროტეინი იზოლატი 100% - 700 გ/OstroVit - Whey Protein Isolate 100% - 700 g

    97.5 | - 25% | 130

    აირჩიეთ გემო:

    გაზიარება:

    დეტალური აღწერა:
    პროდუქტის ფორმა: ფხვნილი
    წონა: 700 გ
    ულუფების რაოდენობა შეფუთვაში: 23
    1 ულუფა:
    გაიცემა რეცეპტის გარეშე

    OstroVit Whey Protein Isolate წარმოადგენს მაღალი ხარისხის რძის შრატის პროტეინის იზოლატს, რომელიც სპორტში მიჩნეულია პროტეინის ყველაზე დიდი წყაროდ. შეიცავს ადვილად გადამუშავებად ცხოველურ პროტეინსა და ამინომჟავებს, რომელიც საჭიროა კუნთოვანი მასის ჩამოსაყალიბებლად. შეიცავს ძალიან მცირე რაოდენობით ცხიმს, ლაქტოზას და ნახშირწყლებს. 

    რძის შრატის ცილა ინტენსიურად უჭერს მხარს კუნთების ზრდის პროცესს და უზრუნველყოფს კუნთების ბოჭკოების რეკონსტრუქციას. იგი მუშაობს ანაბოლურად და არის ანტი-კატაბოლური - ხელს უშლის კუნთოვანი ქსოვილის დაშლას. ამცირებს დაღლილობის შეგრძნებას და აჩქარებს კუნთების აღდგენას ვარჯიშის შემდეგ.

    • ცილის მაღალი შემცველობა
    • ნახშირწყლებისა და ცხიმის დაბალი შემცველობა
    • მუშაობს როგორც ანაბოლიკი - ხელს უწყობს კუნთების სუფთა მასის ჩამოყალიბებას
    • როგორც ანტი-კატაბოლური - ხელს უშლის კუნთების დაშლას
    • აჩქარებს სხეულის რეგენერაციას
    • ენერგიის წყარო
    • შესაფერისია სპორტის ყველა სახეობისთვის
    • განსაკუთრებით რეკომენდებულია კუნთების მასის მომატების პერიოდში

    გამოყენების წესი:

    1 ულუფა - 30 გ (2,5 კოვზი, რომელიც მოყვება შეფუთვას) ფხვნილი გახსენით 200 მლ რძეში ან წყალში. მიიღეთ დღეში 1-2-ჯერ საჭიროების მიხედვით.  

    ნუ ჩაანაცვლებთ ძირითად კვებას საკვები დანამატებით. არ გამოიყენოთ პროდუქტი მასში შემავალ ნივთიერებებზე ალერგიის შემთხვევაში. რეკომენდირებულია დაბალანსებული კვება და ჯანსაღი ცხოვრების წესი. პროდუქტი არ არის რეკომენდირებული ბავშვებისთვის, ორსულებისთვის და მეძუძურებისთვის. 

    შეინახეთ ბავშვებისგან მიუწვდომელ მშრალ და გრილ ადგილას. 


    შემადგენლობა:

      1 ულუფა (30 გ)
    ენერგეტიკული ღირებულება   439 კჯ/104 კკალ
    ცხიმი 0.3 გ
    - გაჯერებული ცხიმოვანი მჟავები 0.2 გ
    ნახშირწყლები 0.3 გ
    - შაქარი 0.3 გ
    პროტეინი 25 გ
    მარილი 0.24 გ

    ინგრედიენტები: რძის შრატის პროტეინის იზოლატი [შეიცავს ლეციტინებს (1); სოიოს ლეციტინი(2)], არომატებს, ჭარხლის წვენის კონცენტრატის ფხვნილი, ქსანთანის რეზინა, არაბული რეზინა; მარილი, მჟავიანობის რეგულატორები: ლიმონმჟავა, ვაშლის მჟავა; დამატკბობლები: სუკრალოზა, აცესულფამი K.

    დიეტური დანამატის ფხვნილი. შეიცავს დამატკბობლებს. დამოკიდებულია რომელი ტიპის ლეციტინია გამოყენებული, სიმბოლო 1-2

    პროდუქტში შესაძლებელია შემდეგი ნივთიერებების კვალის პოვნა, რადგან დამზადებულია დაწესებულებაში, რომელიც ამუშავებს ამ ალერგენების შემცველ სხვა ინგრედიენტებსარაქისი, კაკალი, სეზამის თესლი, შვრია, კვერცხი, კიბოსნაირები, თევზი.


    მიწოდების პირობები:

    მიტანის ღირებულება: თბილისი:  6 ლარი. სხვა ქალაქებში: 8 ლარი.  სოფლებში და რაიონულ ცენტრებში: 12 ლარი. 

    მიწოდების დრო: პროდუქციის მიწოდება ხდება ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით. თბილისში 2 სამუშაო დღეში. რეგიონებში შეკვეთის მიღებას 3-დან 5 სამუშაო დღე სჭირდება, რაც დამოკიდებულია მიწოდების მისამართზე.