×
ვიტამინები
საბავშვო
ამინომჟავა
ანაბოლიკი
გეინერი
ენერგეტიკი
პროტეინი
კრეატინი
აქსესუარი
წონის დაკლება
  • ოსტროვიტი - ვეი პროტეინი - 700 გ - კრემბრულეე / OstroVit - Whey Protein - 700 g - creme brulee

    25.92
    დეტალური აღწერა:

    გემო:  კრემბრულე


    პროდუქტის ფორმა: ფხვნილი 


    700 g


    ულუფების რაოდენობა შეფუთვაში:    23


    OstroVit WHEY PROTEIN წარმოადგენს მაღალი ხარისხის საკვებ დანამატს. იგი შეიცავს 70% ცილას. დანამატი განკუთვნილია ნებისმიერი სპორტსმენისთვის, მიუხედავად სპორტის სახეობისა. განსაკუთრებით რეკომენდირებულია მათთვის, ვისაც სურთ კუნთოვანი მასის მომატება და ორგანიზმში ცხიმის შემცირება. მისი გამოყენება შესაძლებელია, როგორც საწვრთნელი მიზნებით, ისე ორგანიზმში საკვები დანამატის შევსების მიზნით.

    • 700 გ ცილა/პროტეინი შეფუთვაში
    • 30 გ ერთ ულუფაში 
    • შესანიშნავი გემო
    • მარტივად ხსნადი
    • ვეი პროტეინის მაღალი კონცენტრაცია (70%)

    OstroVit WHEY PROTEIN შექმნილია რძის შრატის პროტეინის კონცენტრაციით დექსტრინის შემცველი მალტოზასთან ერთად (maltodextrin), როგორც ნახშირწყლების წყარო. შეიცავს ადვილად და სწრაფად გადამუშავებად ცხოველურ პროტეინს (რძის) და ამინო მჟავებს, რომლებიც აუცილებელია კუნთოვანი მასის ჩამოსაყალიბებლად. 

    მალტოდექსტრინი მიღებულია სახამებლის ჰიდროლიზის პროცესში. ახასიათებს ძალიან სწრაფი მონელება და ადვილად ხსნადობა, შესაბამისად არ ილექება კუჭში. არის ენერგიის წყარო, რომელსაც ორგანიზმი ადვილად ითვისებს. იდეალური კომპონენტია ვარჯიშის წინ, ვარჯიშის დროს ან შემდგომ მისაღებად. შესანიშნავი ელემენტია ვარჯიშის შემდგომ აღსადგენად, კუნთების გლიკოგენით შესავსებად. აჩქარებს კრეატინისა და ამინომჟავების ტრანსპორტს კუნთების უჯრედებში.

    რძის შრატის ცილა ინტენსიურად უჭერს მხარს კუნთების ზრდის პროცესს და უზრუნველყოფს კუნთების ბოჭკოების რეკონსტრუქციას. იგი მუშაობს ანაბოლურად და არის ანტი-კატაბოლური - ხელს უშლის კუნთოვანი ქსოვილის დაშლას. ამცირებს დაღლილობის შეგრძნებას და აჩქარებს კუნთების აღდგენას ვარჯიშის შემდეგ.
     

    • ცილის მაღალი შემცველობა
    • ამინომჟავების წყარო (BCAA/Branched Chain Amino Acids)
    • მუშაობს, როგორც ანაბოლიკი - ხელს უწყობს კუნთების სუფთა მასის ჩამოყალიბებას
    • როგორც ანტი-კატაბოლური - ხელს უშლის კუნთების დაშლას
    • აჩქარებს სხეულის რეგენერაციას
    • ენერგიის წყარო
    • შესაფერისია სპორტის ყველა სახეობისთვის
    • განსაკუთრებით რეკომენდებულია კუნთების მასის მომატების პერიოდში

     


    გამოყენების წესი:

     1 ულუფა - 30 გ (2,5 კოვზი, რომელიც მოყვება შეფუთვას) ფხვნილი გახსენით 200 მლ რძეში ან წყალში. მიიღეთ დღეში 1-2-ჯერ საჭიროების მიხედვით.  


    შემადგენლობა:

       100 გ 1 ულუფა
    ენერგეტიკული ღირებულება 1648 კჯ / 393 კკალ 495 კჯ / 118 კკალ
    ცხიმი 5.34 გ 1.6 გ
    - გაჯერებული ცხიმოვანი მჟავები 0.44 გ 0.13 გ
    ნახშირწყლები 15.11 გ 4.5 გ
    - შაქარი 3.7 გ 1.1 გ
    პროტეინი 71.2 გ 21.36 გ
    მარილი 0.44 გ 0.13 გ

    შრატის ცილის კონცენტრატი რძიდან, მალტოდექსტრინი, არომატები, ფერი - კაროტინებით; დამატკბობელი - საქრალოზა.

    შეიძლება შეიცავდეს სოიოს, არაქისის, კაკლს, სეზამის თესლს, შვრიას.


    ნუ ჩაანაცვლებთ ძირითად კვებას საკვები დანამატებით. არ გამოიყენოთ პროდუქტი მასში შემავალ ნივთიერებებზე ალერგიის შემთხვევაში. რეკომენდირებულია დაბალანსებული კვება და ჯანსაღი ცხოვრების წესი. პროდუქტი არ არის რეკომენდირებული ბავშვებისთვის, ორსულებისთვის და მეძუძურებისთვის. 

    შეინახეთ ბავშვებისგან მიუწვდომელ მშრალ და გრილ ადგილას. 

    გაზიარება:

    ბრენდი
    ოსტროვიტი
    ფასი
    25.92
    ქვეყანა
    პოლონეთი
    პროდუქტის კოდი
    5903246220087
    (5.0)