×
ვიტამინები
საბავშვო
ამინომჟავა
ანაბოლიკი
გეინერი
ენერგეტიკი
პროტეინი
კრეატინი
აქსესუარი
წონის დაკლება
  • ნაუ - თუთია პიკოლინატი 50 მგ - 60 ვკაფს / NOW - Zinc Picolinate 50 mg - 60 vcaps

    20.37
    დეტალური აღწერა:

    • აძლიერებს იმუნიტეტს
    • ხელს უწყობს ფერმენტების წარმოქმნას
    • ანეიტრალებს თავისუფალი რადიკალების მოქმედებას


    თუთია (ცინკი) არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიკროელემენტი, რომელიც უზრუნველყოფს ადამიანის ორგანიზმის მრავალი ორგანოს და სისტემის ნორმალურ ფუნქციონირებას. ის საჭიროა ჩონჩხის, იმუნური, ნერვული და ენდოკრინული სისტემებისთვის. თუთია ასევე ხელს უწყობს ქალთა და მამაკაცთა რეპროდუქციული სისტემის სწორ ფუნქციონირებას.  არის აუცილებელი მინერალური თანაფაქტორი მრავალი ფერმენტული რეაქციისთვის, რომლებიც დაკავშირებულია ცილებისა და ნახშირწყლების მეტაბოლიზმთან.
    მინერალური კომპლექსი NOW Zinc Picolinate აუმჯობესებს კანის და თმის სტრუქტურასა და ჯანმრთელობას. ის ასევე მხარს უჭერს ნერვულ სისტემას და დაბერების პროცესებს სხეულში, აუმჯობესებს მეხსიერებას და კოორდინაციას.


    მიღების წესი და დოზირება:
    1 კაფსულა დღეში საკვებთან ერთად. პროდუქტი არ არის განკუთვნილი გახანგრძლივებული გამოყენებისთვის; გამოიყენეთ მხოლოდ მითითებულ დროს.


    შემადგენლობა:

    1 ულუფა: 1 კაფსულა
    ულუფების რაოდენობა შეფუთვაში: 120
      ულუფის შემადგენლობა:
    თუთია (270 მგ თუთიის პიკოლინატი) 50 მგ

    სხვა ინგრედიენტები: ბრინჯის ფქვილი, ჰიპერმელოზა (ცელულოზის კაფსულა) და სტეარის მჟავა (მცენარეული).

    არ არის წარმოებული საფუარის, ხორბლის, გლუტენის (წებოვანის), სოიოს, რძის, კვერცხის, თევზის, კიბოსნაირების ან თხილის ინგრედიენტებით.

    შეიძლება შეიცავდეს ბუნებრივ საღებავებს.


    პროდუქტი არ შეიცავს გმო-ს.
    გამოიყენება ვეგეტარიანელებისთვის და ვეგანებისთვის.

    გაფრთხილება: მხოლოდ მოზრდილებისთვის. არ გამოიყენოთ ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში. გამოყენება ექიმის რეკომენდაციის მიხედვით: ქრონიკული დაავადების მქონე ადამიანებისთვის; სხვა მედიკამენტების მიღების შემთხვევაში.

    შენახვის პირობები: შეინახეთ მშრალ და გრილ ადგილას, ბავშვებისგან მიუწვდომელ ადგილას.

    Family owned since 1968.


        


     

    გაზიარება:

    ბრენდი
    ნაუფუდი
    ფასი
    20.37
    ქვეყანა
    ამერიკა
    (5.0)