×
ომეგა 3
გეინერი
ანტიოქსიდანტი
ენერგეტიკი
საჭმლის მონელება
კრეატინი
პროტეინი
ამინომჟავა
სხვადასხვა
ვიტამინი B
მინერალები
ვიტამინები
ვიტამინი D3
ბალახეული
  • vitaminhouse

    ოსტროვიტი - ვიტამინი ბ კომპლექსი - 90 ტაბ / OstroVit - Vitamin B Complex - 90 tabs

    28 | - 30% | 40

    გაზიარება:

    დეტალური აღწერა:
    პროდუქტის ფორმა:    ტაბლეტი
    ულუფების/ტაბლეტების რაოდენობა შეფუთვაში:    90
    გაიცემა რეცეპტის გარეშე

    OstroVit Vitamin B Complex წარმოადგენს B ვიტამინების ნაკრებს, გამდიდრებულს C და E ვიტამინით. B ჯგუფის ვიტამინები წყალში ხსნად ვიტამინებს მიეკუთვნებიან და მთელი სხეულის სწორ ფუნქიონირებას უწყობენ ხელს.

    თიამინი - (ვიტამინი B1)უზრუნველყოფს ენერგიის მეტაბოლიზმს, ნერვული სისტემისა და გულის სწორ ფუნქციონირებას. ასევე ფსიქოლოგიურ ფუნქციებს.

    რიბოფლავინი (ვიტამინი B2) - უზრუნველყოფს ენერგიის მეტაბოლიზმსა და ნერვული სისტემის სწორ ფუნქციონირებას. აგრეთვე ქმნის ლორწოვანი მემბრანისა და სისხლის წითელი უჯრედების ნორმალურ მდგომარეობას. დამატებით უზრუნველყოფს ჯანსაღ კანს და ამცირებს დაღლილობას. 

    ნიაცინი (ვიტამინი B3) -  B1 ვიტამინის მსგავსად უზრუნველყოფს ენერგიის მეტაბოლიზმსა და ფსიქოლოგიურ ფუნქციებს. რიბოფლავინის მსგავსად ინარჩუნებს კანის სიჯანსაღეს და ამცირებს დაღლილობას. 

    პანთოტენატის მჟავა (ვიტამინი B5) - ქმნის ნერგიის მეტაბოლიზმს, უზრუნველყოფს სტერეოიდული ჰორმონების, D ვიტამინისა და ნეიროტრანსმიტერების სწორ სინთეზსა და მეტაბოლიზმს. ამცირებს დაღლილობას და აუმჯობესებს გონებრივ მდგომარეობას.

    ვიტამინი B6 - ცისტეინების სწორი სინთეზისთვის, ენერგიის მეტაბოლიზმისთვის; ნერვული სისტემისთვის; ჰომოცისტეინის, პროტეინის და გლიკოგენის მეტაბოლიზმისთვის; აწესრიგებს ჰორმონალურ აქტივობებს.

    ბიოტინი (ვიტამინი B7) - ენერგიის მეტაბოლიზმისთვის; ნერვული სისტემისთვის; მაკრონუტრიენტების მეტაბოლიზმისთვის; ჯანსაღი კანისა და თმისთვის; ლორწოვანი მემბრანის სწორი ფუნქციონირებისთვის. ხელს უშლის თმის გაჭაღარავებას და სიმელოტეს.

    ფოლის მჟავა (ვიტამინი B9) - ფოლატი მნიშვნელოვან როლს ასრულებს სისხლის წითელი უჯრედების წარმოქმნაში, ასევე, ორსულობის დროს ხელს უწყობს ნაყოფის ნერვული სისტემის სწორად განვითარებას.

    ვიტამინი B12 - ენერგიის მეტაბოლიზმისთვის; ნერვული სისტემისთვის; ჰომოცისტეინის მეტაბოლიზმისთვის. დიდ როლს თამაშობს უჯრედების დაყოფაში.

    ვიტამინი C - აუცილებელია კოლაგენის წარმოებისთვის; სისძარღვების სწორი ფუნქციონირებისთვის; ძვლებისთვის, ხრტილებისთვის, ღრძილებისთვის, კანისთვის და კბილებისთვის. ასევე უზრუნველყოფს ენერგიის მეტაბოლიზმს; იმუნური და ნერვული სისტემის სწორ ფუნქციონირებას.

    ვიტამინი E - ძლიერი ანტიოქსიდანტია

    • პასუხისმგებელია ენერგიის მართვაზე
    • მნიშვნელოვან როლს ასრულებს მეტაბოლიზმში
    • უზრუნველყოფს ჯანსაღ იმუნურ სისტემას
    • ქმნის უჯრედის სტრუქტურას
    • უზრუნველყოფს ორგანიზმის სწორ განვითარებას და ზრდას
    • სისხლძარღვების სწორი ფუნქციონირებისთვის

    გამოყენების წესი:

    მიიღეთ დღეში 1 ტაბლეტი, პირველი კვების წინ.


    შემადგენლობა:

      1 ულუფა/1 ტაბლეტი
    ვიტამინი C 80 მგ
    ნიაცინი (ვიტამინი B3) 16 მგ
    ვიტამინი E 12 მგ
    პანთოთენინის მჟავა (ვიტამინი B5) 6 მგ
    ვიტამინი B6 1.4 მგ
    რიბოფლავინი (ვიტამინი  B2) 1.4 მგ
    თიამინი (ვიტამინი B1) 1.1 მგ
    ფოლის მჟავა (ვიტამინი  B9) 200 მკგ
    ბიოტინი (ვიტამინი  B7) 50 მკგ
    ვიტამინი  B12 25 მკგ

    შემავსებლები: კალციუმის ფოსფატი, სახამებელი; L- ასკორბინის მჟავა (ვიტამინი C); მიკროკრისტალური ცელულოზა; მალტოდექსტრინი, შეწეპების საწინააღმდეგო აგენტები:  კრემნიუმის დიოქსიდი; ნიკოტინის მჟავა (ნიაცინი), DL- ალფა-ტოკოფეროლის აცეტატი (ვიტამინი E), D- პანთოთენატის კალციუმი (პანტოტენინის მჟავა), დაშლის საწინააღმდეგო აგენტები: ცხიმოვანი მჟავების შემცველი მაგნიუმის მარილები; პირიდოქსინის ჰიდროქლორიდი (ვიტამინი B6), რიბოფლავინი (ვიტამინი B2), თიამინის ჰიდროქლორიდი (თიამინი), მჟავა პეტროლემონგლოტამაატი (ფოლიუმის მჟავა), D- ბიოტინი (ბიოტინი), ციანოკობალამინი (ვიტამინი B12).

    პროდუქტში შესაძლებელია შემდეგი ნივთიერებების კვალის პოვნა, რადგან დამზადებულია დაწესებულებაში, რომელიც ამუშავებს ამ ალერგენების შემცველ სხვა ინგრედიენტებს: რძე (ლაქტოზის ჩათვლით), სოიო, არაქისი, კაკალი, სეზამი, წებოვანას შემცვლელი მარცვლეული, კვერცხი, ნიახური, მდოგვი, კიბორჩხალა, თევზი.


    ნუ ჩაანაცვლებთ ძირითად კვებას საკვები დანამატებით. არ გამოიყენოთ პროდუქტი მასში შემავალ ნივთიერებებზე ალერგიის შემთხვევაში. რეკომენდირებულია დაბალანსებული კვება და ჯანსაღი ცხოვრების წესი. პროდუქტი არ არის რეკომენდირებული ბავშვებისთვის, ორსულებისთვის და მეძუძურებისთვის. 

    შეინახეთ ბავშვებისგან მიუწვდომელ მშრალ და გრილ ადგილას. 


    მიწოდების პირობები:

    მიტანის ღირებულება: თბილისი:  6 ლარი. სხვა ქალაქებში: 8 ლარი.  სოფლებში და რაიონულ ცენტრებში: 12 ლარი. 

    მიწოდების დრო: პროდუქციის მიწოდება ხდება ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით. თბილისში 2 სამუშაო დღეში. რეგიონებში შეკვეთის მიღებას 3-დან 5 სამუშაო დღე სჭირდება, რაც დამოკიდებულია მიწოდების მისამართზე.  

    ბრენდი
    ოსტროვიტი
    ქვეყანა
    პოლონეთი

    მსგავსი პროდუქტები