×
ომეგა 3
გეინერი
ანტიოქსიდანტი
ენერგეტიკი
საჭმლის მონელება
კრეატინი
პროტეინი
ამინომჟავა
სხვადასხვა
ვიტამინი B
მინერალები
ვიტამინები
ვიტამინი D3
ბალახეული
  • vitaminhouse

    ოსტროვიტი - ომეგა 3-6-9 - 90 რკაფს / OstroVit - Omega 3-6-9 - 90 caps

    70

    გაზიარება:

    დეტალური აღწერა:
    პროდუქტის ფორმა: რბილი კაფსულები
    ულუფების/კაფსულების რაოდენობა შეფუთვაში:    90
    1 კაფსულა
    გაიცემა რეცეპტის გარეშე

    OstroVit Omega 3-6-9 წარმოადგენს საკვებ დანამატს, რომელიც შეიცავს ომეგა 3-ის ცხიმოვნ მჟავებს (EPA, DHA, ALA), ომეგა 6 (LA) და ომეგა 9 (OA), გამდიდრებულს E ვიტამინით. ომეგა 3, ომეგა 6 და ომეგა  9 მიეკუთვნებიან შეუცვლელ უჯერ ცხიმოვან მჟავებს. უჯერი მჟავების სწორი პროპორცები ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ორგანიზმში თითოეულ მათგანს სხვადასხვა ფუნქცია ეკისრება.

    ომეგა 3

    ომეგა 3- ის მჟავები ამცირებენ ცუდი ქოლესტერინის (LDL) დონეს და ზრდიან კარგი ქოლესტერინის (HDL) დონეს.  ისინი ზღუდავენ ტრიგლიცერიდებს.  მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანია დჰა და ეპა მჟავები, რომლბიც უჯრედების საშენ მასალას წარმოადგენენ. მათი დამსახურებით უჯრედის მემბრანა უკეთ ფუნქციონირებს.

    ომეგა 6

    ომეგა 6 -ის მჟავები აშენებენ უჯრედებს. ისინი ჩართულები არიან ჰორმონების ჩამოყალიბებაში. მათ შორის ნეიროტრანსმიტერების (რაც გულისხმობს კავშირს ტვინსა და ნერვულ უჯრედებს შორის), აუმჯობესებს ცენტრალური ნერვული სისტემის მუშაობას. ეს მჟავები მნიშვნელოვანი კომპონენტებია მემბრანის უჯრედებისთვის, მხარს უჭერს იმუნუნიტეტს.

    ომეგა 9

    ომეგა 9-ის ცხიმოვანი მჟავები ამცირებენ ცუდი ქოლესტერინის დონეს. ისინი წარმოადგნენ ყოველი უჯრედის საშენ მასალას. აუმჯობესებენ არტერიულ წნევას. ომეგა 3-6-9 დამატებით გამდიდრებულია E ვიტამინით, რომელიც იცავს უჯრედებს ჟანგვითი სტრესისგან.

    ეს დანამატი რეკომენდირებულია ყველასთვის ვისაც ორგანიზმის სიჯანსაღის და ფუნქციონირების გაზრდა სურს. ომეგა 3-ის რეგულარული გამოყენება აუმჯობესებს, როგორც ფიზიკურ, ასევე გონებრივ მდგომარეობას.

    • უზრუნველყოფს ქოლესტერინის ნორმალურ დონეს
    • აუმჯობესებს ცენტრალური ნერვული სისტემის მუშაობას
    • ეხმარება უჯრედების მემბრანის სწორ ფუნქციონირებას
    • ბევრი კვლევა ადასტურებს, რომ ომეგა 3 ამცირებს სისხლში ტრიგლიცერიდის დონეს 
    • წარმოადგენს მემბრანის საშენ მასალას
    • ამარაგებს უჯრედებს ჟანგბადითა და საკვებით

    გამოყენების წესი:

    მიიღეთ დღეში 1 კაფსულა, სასურველია კვების შემდეგ.


    შემადგენლობა:

          1 ულუფა:
    თევზის ქონი  400 მგ
    - ეიკოზაპენტაენური მჟავა (EPA)  72 მგ
    - დოკოზაჰექსაენური მჟავა (DHA)  48 მგ
    სელის ზეთი:  300 მგ
    - ალფა-ლინოლეური ALA  150 მგ
    - ლინოლეური მჟავა LA  45 მგ
    - ოლეინის მჟავა OA  60 მგ
    მზესუმზირის თესლის ზეთი:  290 მგ
    - ლინოლეური მჟავა LA  145 მგ
    - ოლეინის მჟავა OA  43.5 მგ
    ვიტამინი E  10.5 მგ

    თევზის ზეთი, სელის თესლის ზეთი, მზესუმზირის თესლის ზეთი, ჟელატინი, ჰუმექტორი - გლიცეროლი; წყალი; DL- ალფა-ტოკოფეროლის აცეტატი (ვიტამინი E). 

    პროდუქტში შესაძლებელია შემდეგი ნივთიერებების კვალის პოვნა, რადგან დამზადებულია დაწესებულებაში, რომელიც ამუშავებს ამ ალერგენების შემცველ სხვა ინგრედიენტებს: რძეს (მათ შორის ლაქტოზას), სოიოს, არაქისს, თხილს, სეზამის თესლს, შვრიას, კვერცხს, კიბოსნაირს, თევზს.


    ნუ ჩაანაცვლებთ ძირითად კვებას საკვები დანამატებით. არ გამოიყენოთ პროდუქტი მასში შემავალ ნივთიერებებზე ალერგიის შემთხვევაში. რეკომენდირებულია დაბალანსებული კვება და ჯანსაღი ცხოვრების წესი. პროდუქტი არ არის რეკომენდირებული ბავშვებისთვის, ორსულებისთვის და მეძუძურებისთვის.

    შეინახეთ ბავშვებისგან მიუწვდომელ მშრალ და გრილ ადგილას. 


    მიწოდების პირობები:

    მიტანის ღირებულება: თბილისი:  6 ლარი. სხვა ქალაქებში: 8 ლარი.  სოფლებში და რაიონულ ცენტრებში: 12 ლარი. 

    მიწოდების დრო: პროდუქციის მიწოდება ხდება ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით. თბილისში 2 სამუშაო დღეში. რეგიონებში შეკვეთის მიღებას 3-დან 5 სამუშაო დღე სჭირდება, რაც დამოკიდებულია მიწოდების მისამართზე.  

    ბრენდი
    ოსტროვიტი
    ქვეყანა
    პოლონეთი

    მსგავსი პროდუქტები