×
ვიტამინები
საბავშვო
ამინომჟავა
ანაბოლიკი
გეინერი
ენერგეტიკი
პროტეინი
კრეატინი
აქსესუარი
წონის დაკლება
  • ოსტროვიტი - ელიტ კოენზიმი ქ10 - 30 რკაფს / OstroVit - Elite Q10 - 30 caps

    11.11
    დეტალური აღწერა:

    პროდუქტის ფორმა: კაფსულა


    შეფუთვა: 30 კაფსულა


    ულუფების რაოდენობა შეფუთვაში: 30


    OstroVit Pharma Elite Q10 შედის ადამიანის ორგანიზმის ყველა უჯრედის შემადგენელობაში. იგი საჭიროა შინაგანი ორგანოების ნორმალური ფუნქციონირებისათვის, რომლებიც დიდი რაოდენობით ენერგიას მოიხმარენ, როგორებიცაა გული, ღვიძლი, თირკმლები, ელენთა, კუჭქვეშა ჯირკვალი და სხვ. აუცილებელია, რომ მათში შენარჩუნებული იყოს კოფერმენტ Q10 -ის მაღალი დონე. მეცნიერული კვლევებით დადგენილია, რომ Q10-ის ფიზიოლოგიური დონის 25%-ზე მეტი რაოდენობით შემცირება სისხლსა და ქსოვილებში შეიძლება გახდეს ისეთი სერიოზული დაავადებების მიზეზი, როგორებიცაა არტერიული ჰიპერტენზია, გულის უკმარისობა, კუნთოვანი დისტროფია, პარადონტიტი და სხვა. Q10-ის შემცველი ბიოლოგიურად აქტიურ დანამატები ხელს უწყობენ უჯრედების მიერ ენერგიის გამომუშავების უნარის შენარჩუნებას, გარკვეულწილად აფერხებენ დაბერების პროცესს და ამცირებენ დაავადებების განვითარების რისკს. 

    • უზრუნველყოფს ორგანიზმს ენერგიით
    • ამცირებს გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებათა განვითარების რისკს
    • დადებით გავლენას ახდენს თავის ტვინის მუშაობაზე
    • ხელს უწყობს იმუნური სისტემის გაძლიერებას
    • ზრდის ამტანობას სპორტსმენებისთვის
    • გააჩნია ძლიერი ანტიოქსიდანტური თვისებები

    მიღების წესი:

    მიიღეთ დღეში 1 ულუფა (ანუ 1 კაფსულა) სასურველია ჭამის შემდეგ


    შემადგენლობა:

         1 ულუფა (1 კაფსულა)   
    კოენზიმი Q10     100 მგ 

    შემადგენლობა: სოიოს ზეთი, ჟელატინი, უბიხინონი.(კოენზიმი Q10), დამატენიანებელი ნივთიერება: გლიცეროლი; გაწმენდილი წყალი, გადამზიდავი: ფუტკრის ცვილი; ემულგატორი: სოიოს ლეციტინები; საღებავი: წითელი რკინის ოქსიდი.

    პროდუქტი შეიძლება შეიცავდეს რძეს (ლაქტოზის ჩათვლით), არაქისს, კაკალს, სეზამის თესლს, შვრიას, კვერცხს, კიბოსნაირნს, თევზს.


    ნუ ჩაანაცვლებთ ძირითად კვებას საკვები დანამატებით. არ გამოიყენოთ პროდუქტი მასში შემავალ ნივთიერებებზე ალერგიის შემთხვევაში. რეკომენდირებულია დაბალანსებული კვება და ჯანსაღი ცხოვრების წესი. პროდუქტი არ არის რეკომენდირებული ბავშვებისთვის, ორსულებისთვის და მეძუძურებისთვის. 

    შეინახეთ ბავშვებისგან მიუწვდომელ მშრალ და გრილ ადგილას. 

    გაზიარება:

    ბრენდი
    ოსტროვიტი
    ფასი
    11.11
    ქვეყანა
    პოლონეთი
    (5.0)