×
ვიტამინები
საბავშვო
ამინომჟავა
ანაბოლიკი
გეინერი
ენერგეტიკი
პროტეინი
კრეატინი
აქსესუარი
წონის დაკლება
  • ოსტროვიტი - კრეატინი მონოჰიდრატი - 500 გ - მწვანე ვაშლი / OstroVit - Creatine Monohydrate - 500 g - Green Apple

    20.37
    დეტალური აღწერა:

    გემო:    მწვანე ვაშლი


    პროდუქტის ფორმა:    ფხვნილი


    00 გ


    ულუფების რაოდენობა შეფუთვაში:    200


    2,5 გ


    OstroVit Supreme Pure Creatine Monohydrate წარმოადგენს უმაღლესი ხარისხის კრეატინის მონოჰიდრატის ერთკომპონენტიან  საკვებ დანამატს შესანიშნავი მიკრონიზაცის დონით. კრეატინი ფართოდ ცნობილი და გამოყენებადი დანამატია. მისი ეფექტურობა დამტკიცებულია მრავალი მეცნიერული სწავლით. ის უზრუნველყოფს კუნთის უკეთესად ზრდას, ეფექტურ აღდგენასა და ენერგიის ხანგრძლივობას, უფრო ეფექტური და რთული ვარჯიშისთვის.


    კრეატინი ადამიანის ორგანიზმში ბუნებრივად გვხვდება. მას ძირითადად ცხოველური წარმოშობის პროდუქტები შეიცავს, როგორებიცაა ხორცი, კვერცხი ან თევზი. მისი ეფექტურობა დაფუძნებულია მარტივ მექანიზმზე, რომელიც კუნთებში ფოსფოკრეატინის დაშლის ხარჯზე ათავისუფლებს ენერგიას მაღალი ენერგეტიკული ატფ-ს (ადენოზინტრიფოსფატი, ATP) მოლეკულების სახით.  იმისდა მიუხედავად, რომ კრეატინს საკვებიც შეიცავს, კუნთების 100% -ით კრეატინით  გაჯერებისთვის  ერთადერთი გზა მისი დანამატის სახით მიღებაა.

    კრეატინის მონოჰიდრატი უდავოდ ეფექტური და უსაფრთხო საკვები დანამატია ათლეტებისთვის. იგი არამარტო კუნთის შრომისუნარიანობას ზრდის, არამედ იცავს ტვინს და გულის კუნთებს. 

    • უამრავი ანალიზი ამტკიცებს, რომ კრეატინის მიღება ზრდის ვარჯიშის დროს ენერგიას და ამტანობას
    • კუნთებში ფოსფოკრეატინის  რაოდენობის გაზრდით ის აგროვებს პოტენციურ ენერგიას 
    • კუნთის უჯრედებში წყლის შეკავების ხარჯზე  კრეატინი ქმნის იდეალურ ანაბოლურ (ცილის სინთეზის გამაძლიერებელ) გარემოს - უფრო დიდი კუნთები
    • ეფექტურად ზრდის  ტვინის სიჯანსაღეს
    • აქტიურად მონაწილეობს გლიკოგენის სინთეზში

    გამოყენების წესი:

     2.5 გ (1/2 კოვზი, რომელიც მოყვება შეფუთვას) ფხვნილი გახსენით 100-150 მლ. წყალში ან წვენში. ვარჯიშის დღეს მიიღეთ დღეში 2 ულუფა, ერთი გაღვიძებისთანავე და მეორე ვარჯიშის შემდეგ. არასავარჯიშო დღეს დღეში 1 ულუფა გაღვიძებისთანავე.   


    შემადგენლობა:

     

                  100 გ     1 ულუფა
    კრეატინის მონოჰიდრატი 87.95 გ 2199 მგ
    - კრეატინი 77.40 გ 1935 მგ
    ტაურინი 1 გ 25 მგ
    ვიტამინი B6 100 მგ 2.5 მგ

    კრეატინის მონოჰიდრატი, მჟავიანობის რეგულატორი - ლიმონმჟავა, არომატი, ტაურინი, დამატკბობლები: საქრალოზა, აცესულფამი K; პირიდოქსინის ჰიდროქლორიდი (ვიტამინი B6).

    პროდუქტი შეიძლება შეიცავდეს რძეს (მათ შორის ლაქტოზას), სოიას, არაქისს, თხილეულს, სეზამის თესლს, შვრიას, კვერცხს, კიბოსნაირს, თევზს.


    ნუ ჩაანაცვლებთ ძირითად კვებას საკვები დანამატებით. არ გამოიყენოთ პროდუქტი მასში შემავალ ნივთიერებებზე ალერგიის შემთხვევაში. რეკომენდირებულია დაბალანსებული კვება და ჯანსაღი ცხოვრების წესი. პროდუქტი არ არის რეკომენდირებული ბავშვებისთვის, ორსულებისთვის და მეძუძურებისთვის. 

    შეინახეთ ბავშვებისგან მიუწვდომელ მშრალ და გრილ ადგილას. 

    გაზიარება:

    ბრენდი
    ოსტროვიტი
    ფასი
    20.37
    ქვეყანა
    პოლონეთი
    (5.0)