×
ვიტამინები
საბავშვო
ამინომჟავა
ანაბოლიკი
გეინერი
ენერგეტიკი
პროტეინი
კრეატინი
აქსესუარი
წონის დაკლება
  • ნაუ - ელ-არგინინი 500 მგ - 100 ვკაფს / NOW - L-Arginine 500 mg - 100 vcaps

    18.51
    დეტალური აღწერა:
    • პირობითად შეუცვლელი ამინომჟავა
    • აზოტის ოქსიდის წინამორბედი*

    არგინინი არის პირობითად შეუცვლელი ამინომჟავა, რომელიც მონაწილეობს, პირველ რიგში, შარდოვანას მეტაბოლიზმში და ექსკრეციაში (გამოყოფა). ასევე დნმ-ს სინთეზსა და ცილების წარმოებაში. *ის წარმოადგენს აზოტის ოქსიდის მნიშვნელოვან წინამორბედს, რითაც მონაწილეობას იღებს სისძარღვების გაფართოებაში.*

    ამ პროდუქტში გამოყენებული L-არგინინი არის ფარმაცევტული ხარისხის.


    მიღების წესი:

    მიიღეთ 2 კაფსულა ორჯერ დღეში საჭიროების მიხედვით. მიიღეთ კვებებს შორის ან ძილის წინ დაახლოებით 300 მლ. წყალთან ერთად, რათა ორგანიზმმა კარგად შეიწოვოს.


    შემადგენლობა:

    1 ულუფა: 2 ვკაფს
    ულუფების რაოდენობა შეფუთვაში:  50
      2 ვკაფს შემადგენლობა:
    L-არგინინი (თავისუფალი ფორმა) 1 გ (1,000 მგ)

    სხვა ინგრედიენტები: ჰიპრომელოზა (ცელულოზის კაფსულები)სტეარინმჟავა (მცენარეული) და კრემნიუმის დიოქსიდი.

    არ შეიცავს ხორბალს, გლუტენს, სოიოს, რძეს, კვერცხს, თევზს, კიბოსნაირებს და თხილს.


    გაფრთხილება: მიიღეთ 300 მლ. წყალთან ან წვენთან ერთად. განკუთვნილია მხოლოდ ზრდასრულებისთვის. არ შეიძლება ორსულებისთვის ან მეძუძურებისთვის. გაიარეთ ექიმთან კონსულტაცია თუ იყენებთ მედიკამენტებს (განსაკუთრებით ანტიჰიპერტენზიულ ანუ სისხლის წნევის დამწევი მედიკამენტებს, ანტიკოაგულანტებს ანუ შედედების საწინააღმდეგო საშუალებებს და ანტიდიაბეტურ პრეპარატებს). ასთმის ან თირკმლის დაავადებების დროს ან თუ გეგმავთ ოპერაციის გაკეთებას. არ შეიძლება გლაუკომის ან მარტივი ჰერპესის მქონე პირებისთვის, თუ ექიმის მიერ არ არის დანიშნული. არ გამოიყენოთ, თუ გქონდათ მიოკარდიუმის ინფარქტი ან დადგენილი გაქვთ კორონარული არტერიის დაავადება. შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას. არ გამოიყენოთ თუ გადაიტანეთ მიოკარდის ინფარქტი ან დაგიდგინდათ გულის იშემიური ავადმყოფობა.

    შენახვა: გახსნის შემდეგ შეინახეთ ბავშებისგან მიუწვდომელ მშრალ და გრილ ადგილას.

     


         

    გაზიარება:

    ბრენდი
    ნაუფუდი
    ფასი
    18.51
    ქვეყანა
    ამერიკა
    (5.0)