×
ვიტამინები
საბავშვო
ამინომჟავა
ანაბოლიკი
გეინერი
ენერგეტიკი
პროტეინი
კრეატინი
აქსესუარი
წონის დაკლება
  • ოსტროვიტი - ჰიალურონის მჟავა - 90 ტაბ / OstroVit - Hyaluronic Acid - 90 tabs

    22.22
    დეტალური აღწერა:

    პროდუქტის ფორმა:   ტაბლეტები


    90



    OstroVit Hyaluronic acid წარმოადგენს ჰიალურონის მჟავას, როგორც საკვებ დანამატს, ტაბლეტების სახით.  ჰიალურონი არის გელის მსგავსი მოლეკულა, რომელიც ძუძუმწოვრებში მოქმედებს, როგორც შემავსებელი აგენტი უჯრედშორისი სივრცეებისთვის. ამსუბუქებს სახსრებს, ატენიანებს კანს და თმას. ზრდის კანის ელასტიურობას და აუმჯობესებს ტრამვის შემდგომ აღდგენის პროცესებს.

    ჰიალურონის მჟავა ყველაზე ხშირად ასოცირდება, როგორც სხეულის მოვლის, გამაახალგაზრდავებელი კოსმეტიკური საშუალება და დაბერების საწინააღმდეგო აგენტი. ჰიალურონის მჟავა ზრდის კანის ელასტიურობას  და იცავს სტრიების გაჩენისგან. საკვები დანამატის სახით ჰიალურონის მიღება საშუალებას გაძლევთ მისი სასარგებლო თვისებები მთელ სხეულში გადანაწილდეს. აჩქარებს დაზიანებების აღდგენას, ჭრილობების და ნახეთქების შეხორცებას, აგრეთვე რბილი ქსოვილების დაზიანებას. ის დადებითად მოქმედებს ძვლების, სახსრებისა და შემაერთებელი ქსოვილების სწორ ფუნქციონირებაზე. რაც ჰიალურონის მჟავის, როგორც საკვები დანამატის, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი თვისება.

    • როგორც კანის ერთ-ერთი კომპონენტი, იგი პასუხისმგებელია მის დატენიანებაზე
    • ასრულებს მშენებლის ფუნქციებს და ავსებს უჯრედშორის სივრცეებს
    • ანელებს კანის დაბერების პროცესებს
    • აწესრიგებს სახსრების, ძვლებისა და შემაერთებელი ქსოვილის სწორ ფუნქციონირებას
    • აუმჯობესებს კანის ელასტიურობას
    • აქვს ანთების საწინააღმდეგო მოქმედება
    • მხარს უჭერს ჭრილობების შეხორცების პროცესს და ტრავმის შემდგომ აღდგენით პროცესებს

    მიღების წესი:

    დღეში 1-2 ტაბლეტი, სასურველია ჭამის დროს.  


    შემადგენლობა:

      1 ტაბლეტი 
    ჰიალურონის მჟავა (ნატრიუმის ჰიალურონატი)   70 მგ

    მიკროკრისტალური ცელულოზა; სახამებელი, ჰიალურონის მჟავა (ნატრიუმის ჰიალურონატი), ანტიმიკრობული აგენტები: კრემნიუმის დიოქსიდი, ცხიმოვანი მჟავების მაგნიუმის მარილები. (პროდუქტი შეიძლება შეიცავდეს რძეს (მათ შორის ლაქტოზას), არაქისის, სხვა თხილს, სეზამის თესლს, წებოვანის შემცველ მარცვლეულს, კვერცხს, ნიახურს, მდოგვს, კიბორჩხალებს, თევზს.)


    ნუ ჩაანაცვლებთ ძირითად კვებას საკვები დანამატებით. არ გამოიყენოთ პროდუქტი მასში შემავალ ნივთიერებებზე ალერგიის შემთხვევაში. რეკომენდირებულია დაბალანსებული კვება და ჯანსაღი ცხოვრების წესი. პროდუქტი არ არის რეკომენდირებული ბავშვებისთვის, ორსულებისთვის და მეძუძურებისთვის. !!! შეინახეთ ბავშვებისგან მიუწვდომელ მშრალ და გრილ ადგილას !!!

    გაზიარება:

    ბრენდი
    ოსტროვიტი
    ფასი
    22.22
    ქვეყანა
    პოლონეთი
    (5.0)