×
ვიტამინები
საბავშვო
ამინომჟავა
ანაბოლიკი
გეინერი
ენერგეტიკი
პროტეინი
კრეატინი
აქსესუარი
წონის დაკლება
  • ოსტროვიტი - ბცაა + გლუტამინი - 500 გ / OstroVit - BCAA + Glutamine - 500 g

    31.48
    დეტალური აღწერა:

    გემო:    ფორთოხალი


    პროდუქტის ფორმა:    ფხვნილი


    500 გ


    ულუფების რაოდენობა შეფუთვაში:    50


    10 გ


    OstroVit BCAA + GLUTAMINE წარმოადგენს ტოპ კლასის საკვებ დანამატს ფიზიკურად აქტიური ადამიანებისთვის. შეიცავს ლეიცინს, ვალინს, იზოლეიცინს და რაც მთავარია გლუტამინს. გამოირჩევა მაღალი ხარისხის მიკრონიზაციით. ფხვნილი არის ადვილად ხსნადი.

    BCAA (branched-chain amino acids)

    BCAA-ს შემადგენლობაში შედის შემდეგი ამინომჟავები: ლეიცინი, ვალინი და იზოლეიცინი. ამ ამინომჟავებს გადამწყვეტი როლი ეკისრებათ, რადგან მიეკუთვნებიან შეუცვლელ ამინომჟავებს. რაც გულისხმობს იმას, რომ მას ორგანიზმი თავად ვერ გამოიმუშავებს. ამიტომ მას გარედან უნდა მივაწოდოთ ეს ამინომჟავები. ბცაა-ში შემავალი ამინომჟავები განუყოფელი ელემენტებია ცილების სინთეზისთვის და ჩვენი კუნთების 30%-ზე მეტი ამ ნივთიერებებით შედგება.
     

    L-გლუტამინი
    L-გლუტამინი მიეკუთვნება შეცვლად ამინომჟავების ჯგუფს. მას აკისრია ბევრი ბიოლოგიური ფუნქცია ისეთები, როგორებიცაა აზოტის ტრანსპორტირება, გლუტათიონის და  ნუკლეოტიდების სინთეზი.

    • 500 გ ბცაა და გლუტამინი შეფუთვაში
    • პროპორციულობა: ბცაა - 2: 1: 1  (ლეიცინი, ვალინი, იზოლეიცინი)
    • გამდიდრებულია L-გლუტამინით
    • მათი გამოყენების დროს აღინიშნება ლიპოლიზის ზრდა, ანუ ცხიმოვანი მჟავების დაჟანგვის მომატება - იდეალური დანამატია სხეულის ცხიმების შესამცირებლად
    • BCAA და გლუტამინის საკვები დანამატი ამცირებს ვარჯიშის შემდგომ ფიზიკურ და გონებრივ დაღლილობას
    • მრავალი გამოკვლევა ერთხმად აღიარებს მის ანტი-კატაბოლურ მოქმედებაზე (ანუ ხელს უშლის კუნთოვან ქსოვილებში ცილების დაშლას)
    • არეგულირებს ნეიროტრანსმიტერების მუშაობას

    მიღების წესი:

    10 გ (2,5 კოვზი, რომელიც მოყვება შეფუთვას) ფხვნილი გახსენით 100-150 მლ წყალში ან წვენში. ვარჯიშის დღეს მიიღეთ დღეში 2 ულუფა: 1 გაღვიძებისთანავე და მეორე ვარჯიშის შემდეგ. არასავარჯიშო დღეს, დღეში ერთხელ გაღვიძებისთანავე. 


    შემადგენლობა:

           100გ   1 ულუფა
    L-გლუტამინი   40 გ 4000 მგ
    L-ლეიცინი 20 გ 2000 მგ
    L-იზოლეიცინი 10 გ 1000 მგ
    L-ვალინი 10 გ 1000 მგ

    L- გლუტამინი, L- ლეიცინი, ემულსიფიკატორი - რაფსისებრთა რიგის ლეციტინი, L-ვალინი, L-იზოლეიცინი, მჟავიანობის რეგულატორი - ლიმონმჟავა, არომატები, დამატკბობლები: საქრალოზა, აცესულფამი K. პროდუქტი შეიძლება შეიცავდეს რძეს (მათ შორის ლაქტოზას), სოიოს, არაქისის, კაკალს, სეზამის თესლს, შვრიას, კვერცხს, კიბოსნაირს, თევზს.


    ნუ ჩაანაცვლებთ ძირითად კვებას საკვები დანამატებით. არ გამოიყენოთ პროდუქტი მასში შემავალ ნივთიერებებზე ალერგიის შემთხვევაში. რეკომენდირებულია დაბალანსებული კვება და ჯანსაღი ცხოვრების წესი. პროდუქტი არ არის რეკომენდირებული ბავშვებისთვის, ორსულებისთვის და მეძუძურებისთვის. 

    შეინახეთ ბავშვებისგან მიუწვდომელ მშრალ და გრილ ადგილას. 

    გაზიარება:

    ბრენდი
    ოსტროვიტი
    ფასი
    31.48
    ქვეყანა
    პოლონეთი
    (5.0)